გამარჯობა, "მინი ქეისის" ამოხსნაში (რეალური სიტუაციაა) თუ წამეხმარებით ძალიან დამავალებთ.
მოკლედ, მეგობარი გვყავს. ზამთარში რაღაც სირთულეები შეხვდა, მიმხედავიც არავინ ყავდა და სახლში გამოიკეტა (მარტო ცხოვრობს, ყველა უცხოეთშია გაკრეფილი). რომ გადაიკარგა (ტელეფონზე ჩველებრივად გვპასუხობდა, მაგრამ სულ მოუცლელობას იმიზეზებდა), ბოლო-ბოლო სახლში მივადექით და საოცრად ცუდი სიტუაცია დაგხვდა. საღორეში იყო ჩვეულებრივად, კაი ხანი ვუბურღეთ ტვინი. მიზეზი რომ გაგვეგო მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ვერაფერი, კატა მოუკვდა ერთი. მაგრამ უფრო სერიოზული ხდება აშკარად. ფსიქოლოგთან არ მინდა მისვლაო, ჩემით გადავაგორებო. ნელ-ნელა გამოვიყვანეთ. გარეთ ჩვეულებრივად იყო ხოლმე, მხიარულად, ბანაობით კი ბანაობს ახლა, მაგრამ სხვა დეტალები ფრჩხილები, წარბები და ა.შ. არაფერი ჰქონდა წესრიგში მოყვანილი, არადა არ იყო ეგეთი. ჯგუფში ჩაცმა-დახურვით და მოვლილობით პირველი იყო, როგორც იტყვიან. კარგად ვარო, იძახდა და ახლაც იძახის. თავიდან ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი (სახლიდან გამოსვლის შემდეგ), ხელს დაგვავლებდა რომელიმეს და პარკში მზეზე მივყავდით, კაიაო სეროტონინს გამოიმუშავებს ბუნებრივად ორგანიზმიო. რამდენიმემ შევთავაზეთ საცხოვრებლად გადმოსვლა ჩვენს სახლებში, მაგრამ უშედეგოდ, ახალ სახლში გადავიდა მერე. ყველაფერი კარგად იყო თითქოს, სწავლაც კარგად დაიწყო, მაგრამ ეს ბოლო თვეა ისევ ჩაიკეტა, სწავლითაც აღარ სწავლობს იმ საგნებში რომელზეც გიჟდებოდა. თუ ჯგუფური პროექტი გვაქვს კი იდებს თავს და ყველაფერს აკეთებს, ლიდერია ბუნებრივად, მაგრამ როგორც კი ინდივიდუალურ მუშაობაზე მიდგება საქმე არ ვიცი, არაფერს აკეთებს, ნიშნებიდან და დასწრებიდან გამომდინარე. აღარც სახლში გვეპატიჟება, დასალაგებელი მაქვსო ამბობს სულ და თუ საერთო საქმე გვაქვს აქეთ მოდის ხოლმე, არადა მაგის სახლი მთავარი შტაბი იყო ყოველთვის.
ამ შემთხვევაში შესაძლებელია დეპრესიაში იყოს? რა შეიძლება ვუშველოთ? კარგი ფსიქოლოგი თუ იცით მაინც, მე ვისთანაც დავდიოდი იმას მე არ ვენდობი. იქნებ რამენაირად დავითანხმო. სულ მარტოა

კიდევ იმას დავამატებ რომ საშინლად გასუქდა და ძალიან ბევრს ეწევა. თან ყველაზე უცნაური ისაა, რომ თუ ვთქვათ მთელი დღის ერთად გატარება გვიწევს, ჩიტივით იკენკება, თითქოს დიეტაზე იყოს.
This post has been edited by Kokoschka on 18 Jun 2018, 23:34