ძველი სიზმარია და ჩემს ერთ-ერთ ესკიზს უკავშირდება ღრმა წარსულიდან:
არტ-თერაპია ნაწ.IV (post #53788721)დაბნელებიდან მზის ამოსვლამდესიზმარი ვნახე უცნაური... რამოდენიმე სერიად.
ვიდექი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გზაგასაყარზე.
ორი ტყუპისცალი და მათი და-ძმა ჩემი ოჯახის წევრების მოკვლით გვემუქრებოდნენ.
ისინი ჩემს ტაძარში ცდილობდნენ შემოჭრას, ჩემი ყველა ქმნილების მითვისებას, განადგურებას და ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებას.
მე მაიმედებდა ის ფაქტი, რომ ვერც ჩემს ოჯახს და ჩვენს ვერც ერთ ქმნილებას, ვერც ჩემი ტყის მეწამულ ორქიდეათა ედემს, ვერც ფისონსა თუ გეონს, ტიგრისსა თუ ევფრატს ვერასოდეეს ავნებდნენ. ისინი დინებით ერთვოდნენ ერთიმეორეს მთლიანობაში. სიზმარშივე გამახსენდა, რომ მათ უკვე შეძლეს არაერთხელ საწადელის მიღწევა და შოკში მყოფი, არანორმალურმა შიშმა შემიპყრო. ყველა ვალდებულებაზე ძილშიც ისევე ვფიქრობდი, როგოც ფხიზელ მდგომარეობაში.
ჩემი ლეგენდარული სიზმარი იმის შესახებ, თუ როგორ სცადა ქიჩმაჩმა ჩვენი შემოქმედების მითვისება, ჩვენი მოკვეთა საკუთრებიდან და ჩვენი ადგილის დაკავება ჩვენი თანამოაზრეების: ზღვის გველისა და ტირიფის ერთობლივი დაშიფრული პროექტისთვის - სამყაროსა და დედამიწისთვის ანალოგის გამოძებნის გზით. ეს იყო ქიჩმაჩის კატასტროფული და საბედისწერო შეცდომა... მან ჯერ თავად კოჰაბიტაციური კლონი: ტირიფი, ზღვის გველი გამოაცხო (კოდით: 666), ხოლო შემდეგ დედამიწისა და სამყაროს მონაცვლე კლონები - ტყუპები შექმნა მიაბარა რა „დასაცავად“ მას, რომელთაგან არც ერთი იყო დედამიწა და არც მეორე სამყარო. მათ თავის მხრივ ქიჩმაჩის ნაცოდვილარის დაცვა ევალებოდათ, ასე მოჩანდა ღრმა მედიტაციურ 3დ ტონალობებში, თავისი აკუსტიკით. ქიჩმაჩის მთავარი ამოცანა ირგვლიმყოფთათვის მზერის დაბნელება იყო, უფრო კონკრეტულად სამების შეცვლა სამსახოვანი ლუციფერით და მისი მთავარი მოციქულით, ე.წ. მისი პირადი "ღმერთით", ვისი შუამავლობითაც საკუთარი დავალებების აღსრულება დაავალა მოკვდავთ. ამ გზით მოახერხა ადამიანთა ყველაზე ღრმა სულიერ საწყისებში ჩაღწევა და მათი განადგურება არაცნობიერ დონეზე. თუმცა ქიჩმაჩს აქაც მხედველობიდან გამორჩა საკრალური ცოდნა, რაც საიდუმლოდ დავტოვეთ.
მახსოვს რომ მოვასწარით და შევიცანით მისი რეალური ზრახვები, ავამუშავეთ მისი საპირისპირო კოდი: 999, ერთობლივი მიზნების დასაცავად. როცა ჩვენი საწყისების დაუფლებაც, ჩვენში შემოღწევაც სცადეს... არ გამოვიდა, რადგან კიდევ რაღაც ძალამ შეაფერხა ისინი, შემდეგი დინება, შემდეგი შრე, მას სხვა მოყვებოდა, კვლავ სხვა და ასე დაუსრულებლად...
მერე კვლავ წარსულში დავბრუნდი. სიზმარში ხმა ჩამესმოდა და ფორმულებით გადავსებულ ნაწერებში ახალი ამოცანები ჩნდებოდა ჩემს თვალწინ.
რ.ფ. ავიღე, ჩავანაცვლე და გამოვიყენე ჩვენი დარბეული და დაწიოკებული სა-სთვის წაგლეჯილის დასაბრუნებლად.
ჩვენში შემოქმედის მოსაკვეთად, ჩვენი ოჯახის წევრების ადგილის დასაკავებლად, საკუთარი არსებობის გასამართლებლად (სადაც არ ჰქონდა მათ არსებობას გამართლება), ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ჩვენს წინაშე აღიარებითი ჩვენების გასაქარწყლებლად და რაც მთავარია ჩვენი კაპიტალის მისათვისებლად შექმნილ მკვლელებს გავემიჯნე კოსმიურად და გავუშვი იქ, სადაც მათ ნამდვილად ჰქონდათ ყოფნის უფლება.
მრავალმხრივ ფორმებსა და შინაარსებში არაერთგზის მომიწია გარდასახვა. სულ ერთი იყო, ვინ რას ამბობდა. რადგან ვიცოდი, რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. წარმოდგენებში ხატები ირეოდა ერთიმეორეში.
ტაძარში ჩემი ყველა ქმნილება შევიტანე, საკურთხეველთან დავალაგე და ზეგონს შევავადრე მათი ჯანსაღი საწყისების გადარჩენა ჩემში. ერთ მთელში მივიღე, რაც მჭირდებოდა. ტაძრის გარეთა კედელზე გამოვაკარი სიზმარში ნანახი ფორმულები (რომელთაც აქ არ გამოვიტან, თუმცა ბავშვობიდან სწორედ ძილში ამომიხსნია ყველაზე რთული ამოცანები).
მე ყველა მონაცემი შევინარჩუნე. ტაძრის კარი მყარად ჩავრაზე და ჩემი ლოცვის სიტყვები გავიმეორე რამოდენიმეჯერ.
გარდასახვათა სერია დასრულდა, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.
ბოლოს შევხვდი ჩემს ერთადერთ *.*.*-ს, რამოდინემე ფრაზით მიმანიშნა და გაქრა. <3
სიზმარში ფიქრისგან დაღლილს და გატანჯულს, თუმცა უკვე სიმშვიდის განცდით გამომეღვიძა. მერე ყველა აზრმა გაიელვა ელვის უსწრაფესად გონებაში და გადაეწყო ახლიდან, გონება დაიწმინდა.
ვიცოდი პასუხები იმ სტრუქტურებში უნდა მომეძებნა, სადაც მათი სუპერ-ეგოს, ეგოს და იდის უშრეტ საწყისებს შევხვდებოდი.
თხოვნით მათ მივმართე, ვისაც რეალურად შეეძლო ჩემთვის დახმარების გაწევა. მათ, ვინც ყველა განსაცდელში წამითაც არ მომშორებია გვერდიდან. მათ, ვინც ჩემი ტაძრიდან არასოდეს გასულა ჩემი თხოვნის გარეშე. მათ, ვისაც თვალდახუჭული ვენდობი, მათ ვინც ჩემი ფარი და მახვილი, ჩემი ბექგრაუნდი და მფარველია დღემდე, მათ, ვისთან ერთადაც უბრალოდ კარგად ვარ.
Händel - Opera Rinaldo, HWV7 | René Jacobs Freiburger Barockorchester
https://www.youtube.com/watch?v=n7gRdfqOGPIსიზმარი ერთ უბრალო ცოდნაზე მიმანიშნებს, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც უზენაესი:
ზიარება აღსარების შემდეგ დგება, როგორც ჭეშმარიტი ჰარმონიული კანონზომიერება მთელში "უფალი და მე".
ასევეა ადამიანურ ურთიერთობაშიც. ტრანსფორმაცია რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, მაინც არ დადგება, ვიდრე ძველი და არაჯანსაღი ურთიერთობის ფორმები არ ამოიძირკვება.