დღეს ვსეირნობდი ჩემთვის და უცებ ერთი შვახნის ასაკს გადაცილებული მამაკაცი შევნიშნე
რომელიც ლიმონს ეფერებოდა
ძალიან დამაინტერესა ლიმონისადმი მისმა დამოკიდებულებამ.
მივედი და უტიფრად ვკითხე რა ღირს ლიმონი-თქო? (სხვა ვერაფერი მოვიფიქრე)
შემომხედა და ღიმილით მიპასუხა "არ იყიდება შვილო! ამის ფასს მამაზეციერიც კი ვერ დადგენს"
გამეცინა და ისევ გავაგრძელე ჩემი აბდაუბდა ბაზარი
-რატომ ? არ მითხრათ ეხლა სამოთხეში დაკრეფილია-ოოოო
-არა,სამოთხეში არა! ჩემთვის ეს არის სამოთხე
-ჰეი,ბაბუ რას ეწევით ამისთანას ?
-თუთუნის გარდა მარტობას და სიცარიელეს....
-ვაა, ბაბუ რეებს ბაზრობ ?
-მე თუ შენ შვილო ?
აქ ცოტა შემრცხვა ...მივხვდი,რომ სისულელებს ვლაქლაქებდი და დრო იყო მომეკეტა!
თუმცა ბაბუმ ამოიღო თავის გულის ნადები და დადო (ისე კაი შენხული ბაბუ იყო, ასაკი არ ეტყობოდა)
როგორც ბაბუმ იბაზრა მან და მისმა მეუღლემ დარგეს ლიმნის ხე. მეუღლე მალე გასულა მარილზე და სამახსოვროდ ეს
ხე დაუტოვა,ჰოდა როგორც ამიხსნა როცა ლიმონს ეფერება ასე მგონი მას ვეხებიო
არა,ეწევა ბაბუ რაღაცას

მე და ქათქათას არ გვჯერა ეგეთი ზღაპრების წიგნებში შემრჩენილი ამბების (ქათქათა ჩემი ძაღლია )
მთელი დღე ვიარე... და ლიმონის ფერება აზრათ არ მომსვლია ,მაგრამ იმაზე კი დავფიქრდი ნათიას დედა ნეტავ ასე თუ მეყვარება ?
ნათია ჩემი ჯერ არდაბადებული შვილია
ეხლა,ამ მოჯადოებულ ფორუმზე ვესაუბრაბი ჩემს თავს და ვფიქრობ ლიმონი ხომ მე არ მიყვარს და არც გამიშინჯავს ?
შენ ნათია ? შენც ჩემსავით არ გიყვარს ლიმონი?