» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რას კივის ეს ჩინელი გოგო ყველაფერზე
თოვლი დაინახა ფანჯრიდან და ვაუუუუუუ სნოუუუუუ :/
ესპანელ ბიჭს ხო ცალკე ნევროზი აკიდა ,ჩემზე ჯერ არ მოქმედებს
დღეს უკვე კულმინაციას მიაღწია დაძაბულობამ
ესპანელი ბიჭი ისე გამოვიდა მდგომარეობიდან სულ არაზრდილობიანი ადამიანი ეძახა ამ ჩინელ გოგოს ,უსაყვედურა თუ როგორი უზრდელობაა ბოყინი ,ყველაფერზე წივილ კივილით შეცხადება ,ტელეფონზე ხმამაღალი საუბარი (ჩინურად) ,ერთი და იგივე კითხვების მრავალჯერ გამეორება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ,მოკლედ იმდენი რამ უთხრა ერთად ყველა ბოღმა ამოუშვა (თხის რქაა ეს ბიჭი, გოგო მორიელი

) ამ ყველაფერს უსმინა ჩინელმა გოგომ და ბოლოს ტირილი დაიწყო ,მეო ალბათ ცუდი ადამიანი ვარო ,ოჯახში პრობლემები მაქვს და ჩემ შვილს რომ ვუმეორებ ბევრჯერ ეტყობა ეს მომყვება აქაც და ამის გამოა რომ ასე საშინელ ადამიანად მხედავო, მოკლედ თავის მართლება და უკან დახევა დაიწყო რასაც მე პირადად მორიელკასგან არ მოველოდი :დ
შემდეგ ვუყურე ამ ყველაფერს და ეს ესპანელი ბიჭი ცოტა მოვთოკე ,ძალიანაც არ მინდოდა ორი ადმაიანის კონფლიქტში ჩარევა , გამშველებელს მეტი რომ ხვდება ეს შეგონება ამომიტივტივდა იმ წამსვე , ვეუბნები ამ ესპანელ ბიჭს რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაცეები შეიძლება ერთმანეთის არ მოგვწონდეს მაინც უნდა ვეცადოთ ისეთი კონსტტრუქციული ენით ვესაუბროთ ერთმანეთს რომ იმ გარემოში სადაც ვართ და რადგან ერთ ოთახში გვიწევს მუშაობა საკუთარი თავი არ დავიზარალოთ თქო , მოკლედ მსუბუქად გავამტყუნე ეს ბიჭი ამ ჩინელთან რადგან გოგო შემეცოდა (დაჩაგრულების მხარეს ვარ ხოლმე ყოველთვის და ყოველთვის არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს ვირჩევ ეს სიმბოლურიცაა ალბათ) ამის გაგონებაზე იდალგომ ხელები გაასავსავა და კარგი კარგიო და ცოტა მოლბა , იმ გოგომ მერე ცალკე მელაპარაკა,ასეო და ისეო ,თავის თავს ბევრის უფლებას აძლევსო და დავასკვენით რომ ეს ესპანელი მუჩაჩო არის კლასიკური ეზჰოლი

შეიძლება მართალიცაა თავის პროტესტებში მაგრამ ერთ მთავარში ტყუის ,რაით ლენგვიჯ უნდა შეარჩიო შენს კოლეგასთან და მითუმეტეს როდესაც ერთ სივრცეში გიწევს მუშაობა ,ჰუ ზი ფაქ იუ არ რომ ზემოდან კაი ბოსისავით დაუწყო სხვებს ჭკუის დარიგება ,იმის ნაცვლად მიხვიდე წყნარად მეგობრულად აუხსნა თუ ცდება რამეში ან თხოვო , ჩვენი ბოსიც კი ამას არასოდეს კადრულობს და ვინ ჩემი მუჩაჩო ხარ ბოლო ბოლო?
ჩემს მიმართაც გამოუვლენია მსგავსი გამოხტომები და არასოდეს უკან არ დამიხევია ,პირიქით აქეთ შევუტიე ერთხელ აქეთ დავადანაშაულე და გამოსირდა მაგაზე :დ იმის მერე ჩემთვის მსგავსი აღარ გაუბედია
ეს გოგოც დავარიგე ატაკაზე გადადი თქო მომავალში (ჩორტის ჩაგდების სმაილიკი-ხუმრობით)
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ,მიუხედავად თავისი ჩინური გამოხტომებისა ეს გოგო მაინც არ მაღიზიანებს და რომც გამაღიზიანოს მივალ და მეგობრულად ვთხოვ ჯერ და არა ისე რომ ეგრევე ვეცე ამ შეშლილი თხის რქასავით
კიდევ ბევრს დავწერდი მაგრამ არავინ წაიკითხავს :დ
გმადლობთ
ვაგრძელებ მოკლედ ისტორიას
ეს ჩინელი გოგო ისე დაიგრუზა და ისე აკრიფა ამ მუჩაჩოზე რომ კოლეგა გოგოს სთხოვა ოფისი გამიცვალეო
ეს ბიჭი პარასკევს მადრიდში წავიდა,ორშაბათს ბრუნდება და რას ხედავს ჰოი საოცრებავ ,ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო ,ვინც გაუცვალა ოთახი ისიც ჩინელი არაა? :დ მაგრამ წყნარი ჩინელია ბევრად ,კირჩხიბია ^^
ეს მორიელკაა კლასიკური როგორც ჩანს , ზედ ეტყობა როგორი ნაწყენია დაზეთილ სახეს იღებს როცა ჩაუვლის,ზედ არ უყურბენ არც ერთი ერთმანეთს ,გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან
მორიელკა ვს თხის რქა თრილერია ,ისეთი წინათგრძნობა მაქვს კიდევ მოხდება ცირკები მათ შორის, დროის ამბავია მოკლედ ამ დაპირისპირების შედეგად ის გოგო ახლა ზის მარტო ოთახში ,ანუ კაი პონტში გაიჩითა ცალსახად
ამ ისტორიის მორალი ისაა რომ რაც არ გვკლავს გვაძლიერებს
კიდევ ის რომ ვსე კ ლუჩშემუ
სულ ეს იყო ჯერჯერობით

დაიდო ახალი სერია )))
ის ის იყო ჩხუბი დაიწყეს ჩემთვის გამეღიმა -აი მშვენიერი მასალა იქმნება უკვე ფორუმზე დასადებად თქო!

****
დაძაბულობის ხარისხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა , სიტყვიერი შეურაცხყოფებიც მიაყენეს ერთმანეთს , ჩინელმა გაუჭედა სიტყვა ''fuck'' რატომ იხმარეო ირიბად ჩემი საქციელის მისამართითო , მერე ესპანელმა გააჯავრა დოინჯი შემოირტყა თავი გადააქნია -ასე მელაპარაკები შენო ,
ეს ყველაფერი მოყვა ასეთ ფაქტს, ,,მშრალი ყუთები'' სადაც ნიმუშებს ვინახავთ წლებია უკვე რომ იმ ახალ ოფისში დგას სადაც ეს გოგო გადავიდა მარტო და გადაწყვიტა გამოეტანა ისინი თავის ოთახიდან და დაედგა საერთო ლაბორატორიაში ,რადგან თავისი ე.წ ,,კომფორტის ზონის'' მოწყობა განიზრახა , რომ აღარ შეეშალათ ხელი სხვებს მის განმარტოებაში ,აქამდე 3-4 ადამიანი ვაღებდით ხოლმე კარს ნიმუშების შესანახად ან გამოსატანად და ეს უკვე წლებია ასე ხდება ჩვენამდეც ,ამაზე ესპანელმა გააპროტესტა მეო მიჩვეული ვარ უკვე წლებია რომ ყველაფერი იმ ადგილზე იყოს სადაც არისო და ეს ჩინელი გოგო რაც მოვიდა ჩვენთან ყველაფერს ცვლისო ირგვლივო და ეს ყველაფერი ძალიან დიდი საყვედურით უთხრა მას, კიდევ რაღაცეები გადააბრალა რაც ჩინელი გოგოს ბრალი ნუ არც იყო პრინციპში ,მიუხედავად იმისა არც ეს ჩინელი გოგო მყავს ანგელოსი , ძალიან ძალიან იჩხუბეს ყვირილით სიძულვილის ენით ელაპარაკეს ერთმანეთს , მერე გულში იმაზე გამეცინა ორივე ჩემთან რომ იმართლებდა თავს , ჩემი რეაქცია იყო ასეთი ამ სიტუაციაში :
ვუთხარი, ხალხო მე რეფერი არ ვარ და არც ვიქნები, ორივესთვის ცუდ შედეგებს გამოიღებს უბრალოდ ასეთ დამოკიდებულებაში რომ ხართ და ეცადეთ რაღაც ბალანსი დაიჭიროთ ,შერიგდეთ და ნორმალური ურთიერთობა და კომუნიკაცია მაინც გქონდეთ თქო, ნუ ორივე დამეთანხმა იდეაში მაგრამ პრაქტიკულად ვერ იყვნენ მზად რომ განეხორციელებინათ იმ დონეზე იყო წყენა მათში
ამ მორიელკა გოგომ ისე მაინც გამოაჩინა კლანჭები

, ისეთი აგრესიული იყო რომ არ მოველოდი ,ის ცაკალელი მომღიმარი ჩინელი გოგო უცებ გაქრა და ნამდვილ მონსტრად წარმოგვიდგა :დ , ნუ ეს ესპანელი რა ბოდიში და ძღრენიც იყო კი ვიცოდი ანუ სიახლე არ ყოფილა მის ქცევაში არაფერი
კრიტიკულ სიტუაციებში როგორ იხსნიან ნიღბებს ადამიანები თქო გულში გავიფიქრე და კიდევ ის გავიფიქრე რომ ჩხუბის დროსაც თურმე ჭირდებათ ადამიანებს აუდიტორია
მოკლედ ჯერჯერობით ეს ამბებია .... to be continued რო რამე
This post has been edited by GeorgeSword on 19 Dec 2017, 13:40