LooLaa
კიიი, მაგრად მჭირდება დასვენება
შენ რას შვები, გახვედი შვებულებაში?
P.S. 7 ჯუჯას სახელებიც ვიცი

-------------------------
მოკლედ იმ დღეს სულ ტყუილად მივდიოდი სამსახურში ბუზღუნით. უკლებლივ ყველას დავურიგე საჩუქრები.

ლანჩის დრო, რომ მოვიდა - ჯერ ერთ მაღაზიაში გავარდი. ვიყიდე 10 ნამცხვარი და 10 ბონბონერი.
მერე მეორე ალკოჰოლის მაღაზიაში გადავირბინე. ვიყიდე 10 შამპანიური.
მერე მესამეში გავიქეცი - ვიყიდე 10 ფუმფულა სათამაშო, თავისი ბრჭყვიალა ჩანთებით და ბაბთებით.
მერე მოვათრიე ეს ყველაფერი ჩემს ოფისში და კაბინეტში შევზიდე. ხოდა ისმის თურმე ჩემი ოთახიდან ერთი ამბავი. როგორ ვახვევ და ვალაგებ ამ საჩუქრებს. ჩემს ბოსს ვაჩუქე და მერე იმან წლის ბოლოს ჩემი დამსახურებული ბონუსი გადმომცა... მერე ჩემს ასისტენტკას მივეცი (თავლებზე პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ძლივს დაინახა ://) მეორე ასისტენკასაც გადავეცი საჩუქარი და სიხარულისგან ხელებში შემომახტა. ქსიუშასაც ვაჩუქე - იმან კიდევ არც მეტი და არც ნაკლები მაჩუქა - სტვირი... აზრზე არ ვარ საიდან იცოდა ან როგორ გაჩითა. ყველაზე მოულოდნელი საჩუქარი იყო ჩემს ცხოვრებაში. გვერდითა ოფისის რესეფშანისტკა იულიასაც ვაჩუქე ეს goodie bag-ი. იმანაც დიდი მადლობები მიხადა. დამლაგებელსაც. მძღოლსაც. გვერდითა ოფისის დამლაგებელს და მძღოლს.... დაცვას კიდევ.:// ხოდა მივათხლიშე 800 დოლარამდე

ძაან მაგარი ატმოსფერო შეიქმნა... რაღაცნაირი. მეგობრული და საზეიმო.

თურმე ეგენიც ადამიანები ყოფილან და ცოდნიათ სიხარული... მერე მუსიკები ჩავრთე ხმამაღალ ხმაზე და ყველამ ვიცეკვეთ... მატარებელიც გავაკეთეთ და ამაზე ვითუხთუხეთ
it was a bit inappropriate, though...
-----------------
დღეს სამსახურში ბოლოჯერ ვარ ამ წელიწადს... იმედია იქითა წელს ყველაფერი უკეთესად იქნება

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by დაშლიი? on 26 Dec 2017, 21:32