სამი ღამეა ნორმალურად არ მიძინია. ძალიან მძიმე კვირა გამოდგა: ხან სამუშაო და ხან უნივერსიტეტი მარბენინებდა.
გუშინ, მთელი დღე გადარბენაზე ვიყავი.
ბოლოს, ლექციაზე თვალები მეხუჭებოდა, ლამის ჩამეძინა
ყოველ დილით ჩემი თანამშრომელი მაღვიძებს. სამსახურში გაგვიანდებაო.
სანამ საქმეზე გადავა, ხომ არ გაგაღვიძეო მეკითხება
თან ისეთი ხმით მეკითხება, ხმაზევე ეტყობა, რომ ვერ წარმოუდგენია 11-ზე როგორ შეიძლება მეძინოს.
არადა, გარეთ ისეთი ამინდია მთელი დღე დავიძინებდი, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული.
ზოგადად, საღამოს საათებში უფრო პროდუქტიული ვარ. ეს სამსახური ვერ გამომასწორებს. ძალიანაც რომ ეცადნონ.
დღეს, ერთი კომპანიის ეიჩარი, დილიდანვე, ტვინს მიბურღავს.
ერთ-ერთი ის შემთხვევაა, როდესაც სილამაზე პირდაპირ კორელაციაშია სიშტერესთან.
რამდენადაც ლამაზია, იმდენად უაზრო კითხვებს სვამს.
ორი თვის წინანდელ მონაცემში რაღაც ვერ გაიგო, მერე ეს ვერ გაგებული, ისე ამიხსნა, რომ მეც აზრზე ვერ მოვედი რაზე მეკითხებოდა.
ჩემი რეპორტი ისე შეატრიალა მეც ვერ გავიგე ეგეთი სისულელე როგორ დავწერე.
მომიწია გახსენება სად, რატომ და როგორ დავწერე.
საბოლოოდ, კი ავუხსენი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ გაიგო.
ზოგადად, ორი თვის წინანდელ რაღაცას ახლა რატომ მეკითხება, არ ვიცი
გუშინ, ჩემი ლეპტოპი გაფუჭდა. ნახევრად მძინარემ სამზარეულოს კაფელზე დავანარცხე და იმანაც ვერ გაუძლო ასეთ დიდ ტრამვას და აღარ ირთვება.
წინასწარვე მეზარება, ხელოსნებთან შეკეთებაზე სირბილი, გამიბუქებენ ყველაფერს და ფასსაც გამიზრდიან.
არადა, ჩემი ლეპტოპის გარეშე ისე ვარ, თითქოს ხელები შეკრული მაქვს
LTC100