დაძაბული კვირა მაქვს.
ცალკე გამოცდებს ვაბარებ, ცალკე სამსახურის პროექტებია მისახედი.
იმდენი საქმეა, იმ წუთშივე ბლოკნოტში თუ არ ჩავიწერე, მავიწყდება

დილით, to do list-ს ჩამოვწერ ხოლმე და მივყვები, თუმცა თავს რომ ავწევ და საქმეს დავასრულებ უკვე საღამოა
ეს სამსახური ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების უნარს მიუმჯობესებს. თუმცა, თანმიმდევრულად მიყვარს საქმის კეთება.
სულ ვნერვიულობ ამდენი საქმის კეთებაში რამე არ გამომრჩეს ან შემეშალოს.
მომენტებში ვხალისდები ხოლმე, უკვე რომ ვფიქრობ, აი, დღეს საღამოთი ჯობს.გეს ჩავუჯდები და რამე ახალი სამსახურს მოვძებნი.
ჩემი ყოფილი უფროსი მირეკავს ხოლმე, როგორც ჩანს რაღაც ტელეპატიური კავშირი გვაკავშირებს.
გავიფიქრებ ნეტა როგორ არიან, რა ხდება მაგათთან-მეთიქი, ისიც მირეკავს.
ყოველ 4-5 თვეში ერთხელ თავს მახსენებს. ცოტას მომიკითხავს, მერე 2-3 წუთი მაქებს:
ჩემნაირი საქმის მოყვარული, განათლებული, წესიერი და სხვა ბლაბლაბლა თანამშრომელი ჯერ არ ჰყოლიათ.
უკვე სამი თანამშრომელი გამოცვალეს ჩემს ყოფილ პოზიციაზე, მაგრამ სათანადო კადრი ვერ შეარჩიეს.
არ გინდა დაბრუნდეო?
მაინც ერთი ოჯახივით ვიყავით, როგორც შვილი ისე მიგიღე ბიზნესშიო, ძალიან მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც საქმეს ჩავაბარებო და ა.შ.
კი, სასიამოვნოა ამ ყველაფრის მოსმენა, მაგრამ მერე მახსენდება, რომ არც ასეთი ტკბილი და თბილი ურთიერთობა გვქონდა.
სულ ორი თვე ვიმუშავე და ან ამდენი დადებითი თვისება როგორ შეამჩნიეს ჩემში...
ან რა ოჯახი, რის ოჯახი.
შორეულ ინდოეთში და პაკისტანში მიშვებდა, იქაურ გზააბნეულ სტუდენტებში საქართველოს პოპულარიზებისთვის და აქ მათ, სასწავლებლად, ჩამოსაყვანად.
ბოლოს, ვწერ ხოლმე: ,,მადლობა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მაგრამ სრულად მაკმაყოფილებს ჩემი ამჟამინდელი სამსახური".
არადა...