დღეს, გამართლდა ჩემი მოლოდინი, უფროსის მზაკვრულ ჩანაფიქრებთან დაკავშირებით.
ახალი თანამშრომელი მოიყვანა, ჩემს უფროსად, რაღაც გარდამავალი რგოლი იქნება ჩემსა და შენს შორისო,
რა საჭირო ამდენი რგოლი, ღმერთმანი. ტყუილშიც რომ ასეთი ბანალური იქნება ადამიანი
ორი კვირის განმავლობაში გაარკვიე საქმეებში და ასწავლე ყველაფერიო.
კი, როგორ არა. დღეს, ჩემს ექიმს შევუვლი და ზეგისთვის გლანდების ოპერაციას დავგეგმავ.
მაინც დიდიხანია მაწუხებს და სამსახურის საქმეების გამო ვერ მოვიცალე...
კნუტი მომიყვანეს ხეზე ცოცვის საწავლებლად და იმდენად მეამიტი ვგონივარ, რომ ჰგონიათ დავიჯერებ
უკვე პრინციპის და თავმოყვარეობის ამბავია,
თუ მიკიდებ და ვერ მაფასებ, მეც ვალდებული ვარ იგივენაირად მოგექცე. C'est la vie.
თან რეზიუმეები მაქვს გასაგზავნი ვაკანსიებზე და ბარემ ესეც კომპანიის ხარჯით იყოს.
მანამდე კი იჯდეს ჩემი ახალი უფროსი გოგო და გაერკვეს, დახმარების გარეშე, როგორც მე მომიწია ერთ დროს.
მოკლედ, თუ მიშვებ ღირსეულად მაინც გამიშვი. ეს ბაღის დონის ტყუილები რა უბედურებაა.
კითხვაზე: ,,რას ვერ აპატიებდით დამსაქმებელს?" ჩემი პასუხია: ,,აი, ასეთ საქციელს".
P.s. უკვე დავიწყე სამსახურის ძებნა.
რაღაც ნაკლებად დატვირთულს ვეძებ: სწავლისთვის, წიგნების კითხვისთვის და ფილმების ყურაბისთივს ბევრი დრო რომ მრჩებოდეს.
იმედია, ვიპოვი.