დღეს, ორი ანგარიში მაქვს დასაწერი, არადა უკვე ექვსი საათი დაიწყო, მე კი სამუშაოს მხოლოდ 20% მაქვს შესრულებული

ყველაფერი იმის ბრალია, რომ 2-2საათი ვლაპარაკობდით. ჯერ თათბირიო, შემდეგ ცალკე გაიარეთო...
დროის უმეტეს ნაწილს ლაპარაკში გვახარჯინებენ და მერე საქმის კეთება რატომ გვიანდებაო.
რაც მარტი დაიწყო, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ მხოლოდ სამუშაო დროს ვიმუშავებ, ანუ 10:00-დან 19:00-მდე.
მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევამდე.
არანაირი ღამის გათენება და შაბათ-კვირას მუშაობა.
ჯერ ამ პირობის შესრულებას თავს ვართმევ,
მაგრამ თანამშრომლები ვეღარ მცნობენ, რაღაც გულგრილი გახდიო.