ეს კვირაა ახალ, დიდ და სერიოზულ პროექტს ვეჭიდებით.
არ ვიცით რა გამოგვივა, ან გამოგვივა თუ არა საერთოდ, მაგრამ ვრისკავთ, როგორც ყოველთვის.
გამოცდილებას მაინც მივიღებთ.
პროექტის დაწყებამდე დამკვეთთან ვათანხმებით საკითხებს და ლამის ყოველდღე მიწევს მათთან ოფისში მისვლა.
კარგი ოფისი აქვთ, დიდი და ნათელ ფერებში მოწყობილი,
სასიამოვნო გარემოა, ისეთი რომ სამსახურში სიარული გაგიხარდება.
თანამშრომლებიც ბევრი ჰყავთ. სახეებზე ეტყობათ, რომ ანაზღაურებით დათრგუნულნი ან ნაწყენნი არ არიან.
მინუსებიდან: ყოველდღე ოფიციალური ტანსაცმლით სიარული უწევთ და ჩემი ჩაცმის სტილით, თეთრი ყვავივით ვარ მათ შორის.
თან პოლიტკორექტული არიან, რაიმე კრიტიკულს მხოლოდ წინა მთავრობაზე ამბობენ.
მაინც კარგია საჯარო სამსახურში მუშაობა.
უბრალოდ, ასეთი პოლიტკორექტულობა გამიჭირდებოდა და არც გავლენიანი ნათესავი მყავს, რომ მათ რიგებში მოვხვდე