დღეს, დილის რვიდან ერთ ანგარიშს ვუზივარ.
დამკვეთმა ამ კვირის განმავლობაში, უკვე სამჯერ შემაცვლევინა რეპორტი, ეს ის არ არის რაც მე მინდაო.
ჩვენს ცხოვრებაში ხშირად გვიწევს ისეთ რეალობასთან შეჯახება, რომელიც ისეთი არ არის როგორც გვინდა-მეთქი და გაეცინა.
კარგია, იუმორის გრძნობა რომ მაინც აქვს განვითარებული.
სხვა დროს, შუახნის ქალებთან მიწევს ხოლმე ურთიერთობა,
რომლებმაც ,,ჩემზე დიდხანს იცხოვრეს, ჩემზე უკეთ იციან და ჩემგან არ ესწავლებათ",
ამასთან კი, ურთიერთობა სასიამოვნო და სახალისო, მაინც, არის.
არადა, თავიდან, ჩვეულებრივი ანგარიში უნდა დამეწერა: შედეგების მიმოხილვით დაუპირატესობების, შესაძლებლობების და საფრთხეების ანალიზით,
თუმცა, საბოლოოდ, ბიზნეს გეგმა დამწერინეს.
ჩემს უფროსს რომ ვუთხარი სულ სხვა რამეს გვაკეთებინებენ, რომელიც უფრო ძვირი ღირს-მეთქი,
რას ვიზამთ, კლიენტი ყოველთვის მართლია, ხომ არ ვაწყენინებთ, ისედაც კარგად იხდისო.
ჯანდაბას, ჩემიც არაფერი მიდის, ასეთი ტემპით ცოტა ხანში მარკეტინგულ კამპანიასაც დავუგეგმავ
და მარკეტინგის მენეჯერის საქმებსაც ვისწავლი და შევითავსებ. რა იცი, რაში გამომადგება.
ამ ანგარიშის დაწერით დღევანდელ საქმეებს მოვრჩი. კიდევ თუ არ დამიწუნა და გადასაკეთებელი არ გახდა
დღეს, ორ გასაუბრებაზე ვარ დაბარებული. ერთი ვიცი, რომ საჩემოა და საინტრესო იქნება, თუმცა დაბალი ანაზღაურებაა.
მეორე კი გაყიდვების მენეჯერის პოზიცია, მეგობარი მუშაობს იმ კომპანიაში და მთავაზობს მასთან ახლოს გადასვლას,
კარგი ანაზღაურება კი არის, მაგრამ, მაინცდამაინც, ჩემთვის საინტერესო საქმე არ არის,
რომ წარმოვიდგენ რომ ჯერ აიფონიანი ნაშები უნდა დავკერო მათთან შეხვედრაზე,
შემდეგ მათ უფროსებს/ქართველ ბიზნესმენებს უნდა შევთავაზო ,,ის ინოვაციური სერვისი/პროდუქტი",
რომელიც ჩემი მომავალი კომპანიის გარდა არავის აქვს, უკვე მწყინდება, მოწყენილობისგან მეხუჭება თვალები და ვიზმორები.
მოკლედ, ახლა, საქმიანი სახით ვზივარ ჩემს ლეპტოპთან და ვფიქრობ რა ვუპასუხო,
როდესაც მკითხავენ რატომ გვინდათ ჩვენთან მუშაობაო.
ჩემი ამბავი რომ ვიცი, ვუპასუხებ, ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, მართალია, არ მაქვს, მაგრამ მომიჯნავე სფეროში ვმუშაო და ბლაბლაბლა,
ბოლოს, კი მოვაწონებ თავს ჩემი პასუხით. მაგრამ, რეალურად, არ ვიცი რამდენად მინდა მათთან მუშაობა.
ვნახოთ.
ჯერ მთავარია, ის გარემო მომეწონოს, რომელი იქ დამხვდება.
P.s. დღიურის წერას გადავეჩვიე და აქ ვწერ ხოლმე