დღეს, სრული საგიჟეთი იყო.
საქმის რუტინიზაცია ნებისმიერ ენთუზიაზმს კლავს. უხსენი არ უხსენი ჩემს უფროსს, მაინც არ ესმის.
ორი დღე ანგარიშს მაწერინებდა, რომელზეც ვეუბნებოდი, რომ არ გამოდგებოდა ამ ფორმატით და სხვა რამ უნდა მოგვეფიქრა.
გაყიდვებია შენი სფერო, იმ სფეროში იმუშავე, ჩემს საქმეში რატომ მიშლი ხელს?!
მაინც მაწვალა და დამაწერინა.

დღეს, შეშფოთებულმა დამკვეთმა დაგვირეკა, ასეთ ფორმატში რატომ არისო.
არ იცოდა რა ეთქვა და მე გადმომაბარა დამკვეთი.
ტელეფონზე ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ მე და დამკვეთი შევთანხმდით იმაზე,
რომ ის ანგარიში არ გამოგვადგებოდა და ახალი რაღაცის მოფიქრება იყო საჭირო.
მერე, ხუთი საათი, თავაუწევლად, ვწერდი ახალ ფორმატში.
ჩემი უფროსი კი ამასობაში სოციალურ ქსელში სტატუსებს სქროლავდა.
ბოლოს, დავწერე და გადავუგზავნე, მაგრამ გაწურული ლიმონივით ვარ.
ხომ შეიძლება სხვის დროს პატივი სცე და რაც არ იცი, იმის სწავლება არ დაუწყო სხვას?!