წამებში ვშიფრავ ხალხს, მაგრამ შემდეგ
ინტერესი რომ შევინარჩუნო, ვიწყებ
თავის მოკატუნებას..... ყოველთვის
ვცდილობ დადებითი მეტი დავინახო
სხვა ადამიანებში. ეს თემა მართლა ზოგჯერ სუსტად გეჩვენება და სასაცილოდ.
გარკვეულ წილად, " სამარიაჟოს" იმიჯსაც
არტყამს ხოლმე. მაგრამ, მაინც ემოციების
დასააცლელად, ძალიან კარგი საშუალებაა.
ძალიან მტკივნეულია ჩემთვის იმის გაცნობიერება, რომ ფაქტობრივად არ ვცხოვრობ.... არ ვიცი როგორ მივედი აქმდეს. არადა რამდენი ოცნებები გვქონდა, ლუკა? როგორ გვინდოდა სცენაზე გამოსვლა, როგორ გვიყვარდა
სიმღერით საკუთარი სათქმელის ნათლად
დაფიქირება.... როგორ გვჯეროდა რომ,ემინემთან ჩავწეედით დუეტს.
გახსოვს, ლუკა ღამეს ვათენებდით იმაზე ფიქრით, რომ ოდესმე ბარსელონას ქუჩებში ფეხშიშველი ვიტანტაალებდით...
ოდესმე ზღვის პირას ქოხს ავაშენებდით.
ოდესმე ყავით ხელში შევხვდებით მზის ამოსვლას და ხატვას გავაგრძელებდით.
რამდენი ოცნება გვქონდა, რამდენი რამის
გაკეთება გვინდოდა! ზოგი სულელი ოცნება იყო,ზოგიც დიდსულოვანი და ზოგადად საკაცობრიო მასშტაბების, მაგრამ ჩემი ფეხები... ისევ იქ ვარ და წარსულს დვსდევ, ვცდილობ დავიჭირო ისევე , როგორც ბავშვობაში ვცდილობდი სალომეს და ანუკის დაჭერას " მგელობანას " დროს.
სამწუხაროდ სალომე და ანა სიკვდილმა
დაიჭირა, მე კიდევ წარსულმა, რომელიც არ მიშვებს.
რაღაცა იქნება ისე არ დავრჩებით