მოკლედ რას არ ნახავ ამ ფორუმზე,რას
არ გაიგებ და მოისმენ. რა გვჭირს ხალხო?!
რატომ არ შეგვიძლია ერთმანეთს შევუქმნათ კომფორტი ან იმდენი მაინც
მოვახერხოთ, რომ ერთმანეთს გული არ ვატკინოთ?
რა საყვარელი თემა ხალხო? იმ დონეზე მივედით, რომ თემებით და განყოფილებებით დავუწყეთ დაყოფვა?
აღარ გვყოფნის ხომ უბნებით, ქალაქებით და სამსახურებით განსხვავებები?
ვიღაცა დაპოსტავს ისეთს რაც არ მოგეწონება, ვიღაცა თემის გახსნას მოინდომებს... ამის გამო ჯვარზე უნდა აცვათ? ზოგჯერ ერთმანეთს შეხვდებით ლაივში , ზოგჯერ ყავას დალევთ ან 50 თეთრიან ლიმონათს. უგემური ხინკლის ფონზე იჭირავებთ, მაგრამ ამის გამო ნუ მოთხოვთ ადამინებს, რომ მარტო თქვენ დაგთაგოთ ან გულები დაგიწეროდ.
ანდა, იქ ქმ ამდენ ფამილიარული მისალმებები.... ჩემო ბურბუშელა, ჩემო თვალის ჩინო... კარგიდ რა ხალხო, პატარები არ ხართ, მაგრამ ასაკი რა შვაშია?
საერთოდ, გრძნობების და ემოციების გამოხატვას, ასაკობრივი ზღვარი არ განსაზღვრავს, მაგრამ რა ბურბუშელა,რა
სიცოცხლე და ა.შ ? არ შეიძლება სიყვარულის ასე გაუფერულება...
თუ რამე ვიდეოები დადეთ
ჰოდა, დაყარეთ ერთმანეთს.
პური გვაქვს, სანახაობა გვინდა
შენ გენაცვალე ტიმ ამ ფორუმის
შექმნისთვის.