ამბავი უნდა მოგიყვეთ...
გუშინ მქონდა საკმაოდ უჩვეულო დღე სხვა დღეებთან შედარებით...
მოკლედ დილას კარფურში წავედი საყიდლებზე და წინა დღეს შეთანხმებული ვიყავი ძმაკაცთან რომ უნდა გადავსულიყავი... მივწერე მეთქი რას შვები და გადმოდიო... რაღაც კომპის დანავაროტკების თემაზე... ჰოდა მივედი... კომპი დავანავაროტკეთ და რაღაც ფილმს ვუყურებთ ტვ-ში... რაღაც გაახსენდა დამეხმარეო... რაშიც დახმარება მთხოვა მასეთი საქმეები მერხერხება მეთქი რომ ვთქვა მაგარი მატყუარა გამოვალ, მაგრამ მთავარი ხომ მონდომებაა?
პრიკოლი ისაა რომ ამ რაღაცის გაკეთებით მეორე რაღაც გავაფუჭეთ (ჩვენი ბრალი არაა... თავიდანვე ცუდად იყო გაკეთებული) და მერე ამის გაკეთებას დავუთმეთ საკმაოდ დიდი დრო...
უკვე სახლში რომ უნდა წამოვიდე (ესეც გასასვლელია) მირეკავს ძმაკაცი ჩვენი სასტავიდან და მეუბნება უბანში ფეხბურთი ვითამაშოთო... ვარჯიშებს ვაცდენ რამოდენიმე დღეა ფეხის გამო და მეთქი კაი...
მოკლედ ფეხბურთიც ვითამაშე და ცოტა კალორიებიც დავწვი... ჯერ სტადიონზე მარტო სამნი ვიყავით და ვაგორავებდით... მერე სამი 8-9 წლის ბავშვი მოვიდა ტრენერთან ერთად... და ეს ბავშვები ისე პროფესიონალურად აგორავებდნენ ბურთს გავოცდით... იმედი მაქვს მომავალში ხელი არ შეეშლებათ და წარმატებას მიაღწევენ...
დავიღალეთ უკვე და მეთქი მე ავდივარ სახლში... და ერთერთი მეუბნება დღეს შაბათია ბარში გავიდეთო... მეთქი ჰეჰ...
კაროჩე გუშინ ოთხ ბარში ვიყავით...
ჯერ "ამბავში" ვიყავით და სიტუაცია დიდად არ მოგვეწონა... თან ბლუთუზ დინამიკზე ვიღაცის ინტერნეტი ჭედავდა ხშირად... და ხშირად მესენჯერშიც წერდნენ...

მოკლედ ერთი დიდი პრიკოლი იყო...
მერე "მეობაში" წავედით და იქ ვაბშე "მზეობა" სიტუაცია გაიჩითა და მალევე წავედით "დაივში"... დაივი ხო იცით? სულ უცხოელები და ა.შ...
ერთ პარტია ლუდს რომ მოვრჩით ძმაკაცი მეორე პარტიაზე შევიდა და აღარ გამოდის რა...
ერთი შევიდა ხომ მშვიდობა აქო და ჩემი ძმაკაცი ვინმემ ბიძინამ გამოიჭირა და ამასაც ლაპარაკი უყვარს და კაროჩე გააბეს ლაპარაკი...
ძლივს მოვიშორეთ ის ტიპი... აი მეგა მზე იყო...
დაივიდან სად წავიდოდით? რა თქმა უნდა "ალიბიში"
მაგდენი ხალხი არასდროს მინახავს... განძრევის საშუალება თითქმის არ იყო... მაგრამ როგორც ყოველთვის დინამიკებში ხარისხიანი მუსიკა ჟღერდა...
ამდენ ბარ გამონაცვალებს მე და ძმაკაცს მაგრად გვინდოდა ტვალეტში და მივაღწიეთ როგორც იქნა და დავითვალეთ.. ჩვენს წინ 14 ბიჭი იყო ზუსტად...
ჰოდა ავდექით და გოგოების ტვალეტში შევედით...
ჰო მერე ორი ჩვენგანი ( მე არა იასნა) იქაურმა მაგიდის ფეხბურთის პროებმა გამოიჭირეს და ჯერ ლუდები წააგეს ამათმა და მერე ესენი იხდიდნენ თამაშის საფასურს...
ბოლოს დავიღალეთ... თან ბევრი გვქონდა დალეული უკვე კარგად ვიყავით ყველა და წამოვედით...
ღამე უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა... ხო... ეს ის შეგრძნებაა შენც რომ გაუღვიძებიხარ...

მაგრამ არაფერი...
ეხლა 10-ზე გამაღვიძეს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ... არც პახმელია... არც წყალი... არც კიბე...

ეს ორი რა შუაში იყო მარა მაინც...
ჰოდა ალბათ მორალს ელოდებით, მაგრამ არ აქვს მორალი ამ ტექსტს...
უბრალოდ ემოციებისგან დაცლა მინდოდა და აი დავიცალე კიდეც..