Lаkiშენ მოგენატრა ქალურობა,სინაზე და არა კაბა. კაბა ასოციაციურედ დაუკავშირე იმას ,რაც დღეს დაკარგეს ქალებმა, გოგოებმა(მთლად მათი ბრალიც არ არის)
მოგენატრა სინაზე, ხანდახან გოგოების სიმორცხვე.
მოკლედ მოგენატრა როცა ქალი იყო ქალი და არა გენდერული თანასწორობა და ბაია პატარაიას გარეშეც დიდ პატივს სცემდით ქალებს და სულ სხვანაირად ექცეოდით.
სხეულის გამოჩენაზე არ არის. ჩემს დროს შემოვიდა მინები.
ვსწავლობდი უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში, სადაც მთელი უნივერსიტეტის ბიჭებს სამხედრო ჰქონდათ.
ჩვენ თითონვე გვრცხვენოდა, კიბეებზე იუბკებს ან კაბებს უკან ხელით ვიჭერდით, ზედმეტი რომ არ გამოჩენილიყო. ასევე უფრო მოგვიანებით შემოვიდა წვრილბრეტელებიანი სარაფნები და კაბები, თიტქმის შიშველი იყავი და ,თან გვეცვა ,თან მოხრილები დავდიოდით.
მეტსაც გეტყვი, იმ დროს შემოვიდა გოგოებში შარვლები, "ბრიუჩნი კოსტუმები" ერქვა. არაფერი ჩანდა , მაგრამ გიჟდებოდნენ ბიჭები.ქუჩაში მანქანაბეით მოგვყვებოდნენ და აპიპინებდნენ, მაგრამ რატომღაც გოგოებს სულ არ გვწყინდა,არაფერს უკადრებელს არ გვეუბნებოდნენ, პირიქით კომპლიმენტები.
მოკლედ ქალი მოგენატრა, მისი სინაზე, იდუმალება.
როცა ვინმე მოგწონს ან გატაცებული ხარ , ყველაზე კარგი და ბედნიერი პერიოდია, როცა ერთმანეთს ეცნობით, იგებთ ერთმანეთის გემოვნებას, ინტერესებს, მსოფლმხედველობას.( ახლა დებილ ქალები ყველაფერს რომ ყვებიან, არ მყავს მხედველობაში).
მე არ ვიცი ვიდეოს დადება და გუშინ იუთუბში ივ მონტანის autumn leaves ვუსმენდი ,ფრანგულად მღეროდა ბუნებრივია და ინგლისური ტიტრები ედო, იქნებ ვინმემ დადოთ. სად ქრება, სად მიდის მერე, ეს სიმორცხვე, დანახვისას გულის ჩავარდნა, მუხლების კანკალი,ერთი სული, ჩქარა მოხვიდე მეგობრებთან,რომლებმავ მოგრთეს პაემნისთვის და ახლა ამბებს ელოდებიან.
მოუყვე ასე, მითხრა, ისე ვუთხარი. ძალიან დასანანია, როცა ძლიერი გრძნობა ხუნდება, ცვდება , მერე გულგრილობაში გადადის, თანაც უმიზეზოდ ,თავისთავად.
ერთ პანაშვიდზე ვიყავი,ახალგაზრდობის სურათებიც იდო. სრულიად არაფერს არ ვგრძნობდი. იმდენად უკვე უცხო იყო,იმ სურათზე ის ბიჭი.უბრალოდ ზრდილობის გულისთვის ვისევდიანე , წამოვედი და სადარბაზოდან გამოსვლისთანავე დამავიწყდა.

მხოლოდ ივ მონტანის სიმღერამ გამახსენა გუშინ.