თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს
"თუ გაგიმართლებს - დარჩები მარტო, სრულიად მარტო...
არავინ იქნება გვერდით და მოგიწევს დასაყრდენის ძებნა მიწაზე, ან საკუთარ თავში.
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს -
ცხოვრება დარტყმას მოგაყენებს რომ გაგტეხოს და დაგიხსნას თხილის გულივით...
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს -
შენ გეტკინება და ეს ტკივილი გაიძულებს მოკვდე ადგილზე,
შემდეგ კი - აღდგე რომ საკუთარ თავში კვლავ დაიბადო ...
თუ გაგიმართლებს - იტირებ... ვერაფერს შეცვლი ეს ცრემლები რომ შეიკავო,
სწორედ ტირილი მოგცემს თავისუფლებას და დაგანახებს ცხოვრებას ნამდვილს.
თუ გაგიმართლებს - ვერ დაფარავ უსუსურობას ვერავის თვალში,
და მაშინ ნახავ, ვინ იქნება შენთან დამრჩენი, ან შორს ვინ წავა...
თუ გაგიმართლებს - არ გექნება პასუხები... არც ერთ კითხვაზე...
თვითონ მოგიწევს, დასახსნელის გამოგონება...
თუ გაგიმართლებს - ადამიანები, იდეები, მასწავლებლები,
კეთილი ჯადოქრებიც გაგაწბილებენ... თუ გადაიტან -
ეს გაწბილება დაგანახებს სამყაროს რეალურ სახეს..."
მიმაგრებული სურათი