„მემორი“ რომ შეგახსენებს : ))) როდინდელი ^_^
„…………………………………
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად,
ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა
და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.
უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები
პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზიან.
აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი
მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე,
მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი,
ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე.
გაჩუმდი როდესაც დაიწყებ ფერებას,
რამე რომ ზედმეტი წამოგცდეს, ინანებ
ჯობია აჩვენო ვნების გახელება
და მერე დაღლილმა თვალები მინაბე.
ახლა მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს,
ოთახში მთავრის შუქს შიშველი დაუდგეს,
ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს,
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე.
როდესაც გადაღლილს ძილი მოერევა
და შენზე დაღვრილი ბურანში ჩარჩება,
იქაც არ მოაკლო მგზნებარე ფერება,
ვერ შეძლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.
ადექი ჩუმად და გამოდი სახლიდან,
თავთან დაუტოვე ყვავილის ფურცელი,
ვიდრე ამ შეგრძნებას სიყვარულს გახდი და
გამოებერება სიმწიფით მუცელი.
იარე ცარიელ ქუჩაში თავდახრით,
ცუდად მოიქეცი ასე რომ დატოვე,
თავს ირჩენ გრძნობებზე უხეში თავდასხმით
და ისევ ერთად ხართ შენ და სიმარტოვე.
დრო მოვა, როდესაც გონება შეშლილი
მიხვდება არავინ გიყვარდა მასავით…
შეცდი რომ ასე ბრმად აყევი ჩემ რჩევას...
ქალი რომ თავისთან პაემანს დაგითქვამს,
ისწავლე ბედნიერ წუთების შემჩნევა..
ჩათვალე, ეს სიტყვა მე შენთვის არ მითქვამს!“
მიმაგრებული სურათი
" ყოველთვის მოიპოვება შირმა,რომელსაც შეიძლება ამოეფაროს ადამიანი"...
/ე.მ.რემარკი/