საერთოდ არ ვკითხულობ...
მაგრამ საკმაოდ განათლებული ვარ...
მე არ მჭირდება წიგნების წაკითხვა განათლების მისაღებად...
არასოდეს მესმოდა "უგზოუკლოდ" განათლებული/მცოდნე ხალხის... არა განა ცუდია რომ რამე იცი... პირიქით... რაც მეტი იცი მეტი შესაძლებლობები გაქვს...
მაგრამ არის ერთი მაგრამ... ამის გამოყენებას უნდა ახერხებდე...
სკოლაში ხომ მაინც ვკითხულობდი ქართულის მოთხრობებს და ვსწავლობდი, მაგრამ სახელებს ვერ ვიმახსოვრებდი პერსონაჟებისას...
დღესაც ისეთი სერიალების მთავარი გმირების სახელები არ მახსოვს ხოლმე 5-ზე მეტი სეზონი რომ მაქვს ნანახი... ფილმებზე ხომ ზედმეტია საუბარი...
ჩემთვის უსარგებლოა ვიცოდე რა ერქვა რომელიღაც მოთხრობაში ვიღაცის ძაღლს ან ცხენს...
ეგ კი არა საკუთარ მოთხრობებში რომ პერსონაჟები მყავს იმათი სახელებიც არ მახსოვს...
მსგავსი ინფორმაცია/ცოდნა მარტო "ვის უნდა ოცი ათასში" ან მსგავს შოუებში გამოგადგებათ მარტო...
ყველა კარგ ფილმს, სერიალს, მოთხრობას, მუსიკას, ნახატს და სხვა ხელოვნების გამოხატულებას აქვს ხოლმე ერთი დიდი "დედა აზრი" და რამოდენიმე პატარაც და ჩემთვის მთავარია ამ აზრების დანახვა...
დედაჩემი დღემდე იხსენებს პირველად ნელი ტანგო რომ წავიკითხე და კითხვა დავსვი რატომ დაწერა ეს მეთქი მწერალმა...
მაშინ ვერ გავიგე და ვერ დავინახე ქვეტექსტი, რადგან შეიძლება ბავშვი ვიყავი და შეიძლება დიდი ბრძული რამე დევს მაგ მოთხრობაში... მაგრამ ერთი წაკითხვით საინტერესო და დასანახი ჩემთვის მხოლოდ ის იყო რომ ავტორიც ზუსტად ისე დაიღუპა როგორც მოთხრობის მთავარი გმირი...
მოკლედ ნაკითხობა არ ნიშნავს იყო მოაზროვნე და ჭკვიანი ადამიანი...
მაგრამ არ ვამბობ რომ ეს ცუდია...
კარგ მოთხრობებს, ფილმებს თუ სერიალებს მირჩევენ ხოლმე ჩემთვის ახლო ადამიანები ვინც ასე თუ ისე მიცნობენ... მუსიკა კიდევ ჩემი სფეროა... მხატვრობაში ბევრი არაფერი გამეგება მგონი... მაგრამ იმაზე მეტს ვხედავ მგონი ვიდრე საშ. სტატისტიკური ადამიანი...
აუ რამდენი ვწერე...