კაროჩე მეათე ან მეთერთმეტე კლასში ვარ... ჰოოდა ზამთარი იყო... აი ის პერიოდი დასვენება რომ უნდა დაიწყოს... წინა დღეებია... მაგრად არის მოთოვლილი... ან იმ ღამეს მოთოვა... არ მახსოვს...
სკოლაში სულ რვანი მივედით... ჰოდა ეს 8 კლასელი ორად გავიყავით... მასწებს გაკვეთილები არ ჩავატარებინეთ და ჯოკერი ვითამაშეთ და მერე მოგებულები შეხვდნენ პახოდუ... ( მე პირველივე რაუნდიდან გავვარდი აზრზე არ ვარ დღემდე ჯოკერის თამაშის)
ჰოდა რვიდან სამი გოგო იყო წავედით სახლშიო... ჰოდა ერთმა სახლში ბებიაჩემია მარტო და წამო პორნოს ვუყუროთო (გაიღადავა, მარა პორნოს დიდი კოლექცია კი ქონდა მართლა...

)
მოკლედ გადავწყვიტეთ წავსულიყავით და დაგველია... ერთმა ვერ წამოვალო ან მერე მოვალო... ამ ერთისგან 5ლ კახური ღვინო ავიღეთ და წავედით ოთხნი...
ბებიამისმა კარტოფილი შეგვიწვა და ჩვენ კალბასი და კვერცხი ავიტანეთ და ეგ ორი ერთად... რავი რაც ქვია რა... პური და ყველი იყო ისედაც...
მოკლედ დავიწყეთ და ნახევარი რომ გვქონდა დალეული ოთხს მოვიდა ეს მეხუთეც და ერთად მოვუღეთ ბოლო...
ეს წავიდა სახლში და კიდე ხუთიანი მოიტანა...
პახოდუ სხვებთანაც დავრეკეთ და ბოლოს 7-8 კლასელი ვიყავით... ვისთანაც ვიყავით იმის და, დის დაქალი და ამის ორი მეზობელი...
და სხვა ღვინოც გაიჩითა იასნა...
სულ რამდენი დავლიე არ მახსოვს მარა კარგად მახსოვს როგორ ვუხსნიდი სიყვარულს ჩემი კლასელის დას... იმენნა და-ძმურ პონტში რა... მაგარი გოგოა ძაან...
ამას რომ მოვრჩი ან მომიშორა მერე სხვებს ჩამოვუარე...
ბოლოს უნიტაზსაც ავუხსენი სიყვარული იასნა...
სახლში მოყინულზე ჩემით წავედი და არ წავქცეულვარ...
This post has been edited by თორნიკეე on 18 Mar 2018, 23:52