საკუთარ მაგალითზე გეტყვი და თავად მიხვდები არსებობს თუ არ არსებობს
გერმანიაში ან საფრანგეთში როცა წავედი მატარებლით , ის კონკრეტული მატარებელი რომელიც გადაკვეთს საზღვარს სანამ ბაქანზე ახვალ იქ იყვნენ მესაზღვრეები და ამოწმებდნენ პასპორტებს , მსუბუქი შემოწმება იყო მაგრამ მაინც შემოწმება
ნუ გასაგებია ეხლა ავჩარკებით არ დგანან მაგრამ მაინც საზღვარია და მესაზღვრეები ქვიათ

ასევე მატარებელში ამოდიან ხოლმე და საეჭვოდ ვინც მოეჩვენებათ საბუთებს თხოვენ ამოწმებენ უბრალოდ და უშვებენ, ასევე ბარგიც შეიძლება შეუმოწმონ
ასევე სამანქანე გზა ვიცი რომელიც გერმანიის საზღვარს გადაკვეთს და იქაც არის სასაზღვრო პუნქტი და აჩერებენ მანქანებს სანამ გადაკვეთენ
სახელმწიფო საზღვარი რა თქმა უნდა ხომ არსებობს და არსებობს, მაგას შენგენთან არანაირი კავშირი არ აქვს ... ნებისმიერი სახელმწიფო მაინც თავის საზღვრებში ,,ატრაკებს'' და თავის უსაფრთხოებაზე ზრუნავს
ეს შენგენი არის უბრალოდ გაერთიანება იმ იდეის ქვეშ რომ ერთმანეთის მოქალაქეებს გაუმარტივონ მიმოსვლა ... თორე როგორც ასეთი საზღვარი და მესაზღვრე ყოველთვის არსებობს რომელსაც შეუძლია არ შეუშვას სახელმწიფოში ნებისმიერი მოქალაქე მათ შორის შენგენის წევრი სახელმწიფოსიც კი

ეს ყველაფერი გაბუქებულად მოგეჩვენება მაგრამ როცა შარზე არიან ძალიან არასასიამოვნოა მაგათთან საქმის დაჭერა
გამარტივებული რომ არის შენგენში მიმოსვლა ამაში ორი აზრი არაა მაგრამ საზღვარი მესაზღვრე და სასაზღვრო კონტროლი მუდმივად არის , ამის თქმა მინდოდა ძაან მოკლედ და ცოტა გრძლად გამომივიდა

)))