რაა? როგორ დაგწყევლოთ ყველა ერთად. საერთოდ სადა ბანაობთ, აზრზე არ ხართ არაფრის.
ეს კიდევ რბილადაა დახატული, ლამაზ ფერებში რასაც ხედავთ. კაიფობთ?
თქვენ რა გესმით. რა არის თქვენი იდეოლოგია.
იდექით და ერთობოდით, ფულებს ჭრიდით ყველა იმ დედის სახელის შებილწვის ხარჯზე, ვინც თქვენი შეჩერება სცადა ოდესმე.
ხომ არც ერთს არ ამოუღია ხმა. ამ დამპალი სიბინძურის შესაჩერებლად ყველაზე ბევრი ვინც იომა ჩვენს შორის, ტალახის და ჭუჭყის დიდი წილი სწორედ მას მოხვდა.
მე არ შემეძლო არც ერთი დედის ღალატი, არც საკუთარი თავის ღალატის უფლება მქონდა მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას საკუთარი დანაშაული გაემართლებინა.
მარტო იმიტომ, რომ მისი საკუთარი ნაბიჭვრობის გამო ცუდად არ გამოჩენილიყო, უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო, ისევ ჩვენ ვდუმდით. და რაც მეტად ვდუმდით, მით მეტ სიბილწეს ვიღებდით პირველ რიგში მისგან. ამისთანას დუმილით ვერ შეაგნებინებ რა არის სწორი და რა არა. ვიდრე არ შეალეწავ სახეში სიმართლეს. არა, მაინც არ მიხვდება.
რა პასუხი გამეცა მათთვის? ჩემი თავისთვის რა მეპასუხა? თუ არჩევანის წინაშე დამაყენებ ნაბიჭვარ შვილსა და დედას შორის, მე დედას ავირჩევ და იმ ნაბიჭვარი შვილის გვამს დავტოვებ. ადრე თუ გვიან ამას გავაკეთებ და არ ვინანებ. უმჯობესია, თუ საკუთარი ხელით გამოვუტან განაჩენს. როცა ხედავ, რომ ერთი ნაძირალა აფთარი გამოერია ოჯახში (თუნდაც შენი საშოდან გამოსხლეტილი), თან ხედავ რომ არაფრის შეცვლა არ სურს, წარსულს გიბილწავს, შენ სასიკვდილოდ გიმეტებს და შენს დანარჩენ შვილებსაც ჯანდაბაში უშვებს შენს თვალწინ, უნდა გეყოს ძალა. როგორც არ უნდა გტკიოდეს, როგორც არ უნდა გიჭირდეს იმ ერთს უნდა გამოჭრა ყელი, ვიდრე მთელ უდანაშაულო ფარას ამოგიწყვიტავს.
მე ასე ვაზროვნებ და სხვანაირად არც ფიქრი, არც მოქმედება არ შემიძლია. და იმ სხვანაირად რომ მოვიქცე, მერე ჩემს თავს რა პასუხი გავცე. ჩემს საკუთარ დედას, რომელიც ჩემში ცხოვრობს რითი ავუხვიო თვალები? იგივე შეცდომები გავიმეორო, რაც წინა ცხოვრებაში დავუშვი?
რა ვუთხრა დედას ჩემში, რომელმაც ამდენი ტკივილი გადაიტანა ვიღაც ნაბიჭვრის გამო? შვილები ასე არ იქცევიან.
პრობლემა არ არის, როგორც აქამდე ვდუმდი, მეც სხვებივით გავჩუმდები, საერთოდ არ ამოვიღებ ხმას.
ვინც რა გინდათ ის იფიქრეთ. მე სხვა უფრო სამართლიანი გზა არა მაქვს ჩემში.
ჩემთვის შემოქმედი პირველ ადგილზე დგას. ქმნილება ვერასოდეს გახდება შემოქმედზე მეტი.
ნათლიდედა BELLA MAFIA
http://net.adjara.com/Movie/main?id=4385ეს ყველა იმ შვილს, ვინც დაიმსახურა. მე ამ ღირებულებებით გავიზარდე. არ შემიძლია საკუთარ თავს რასაც ვერ ვაპატიებ ის სისუსტეები სხვას შევუნდო.
მიტევების პრობლემა კი არ არის... საამისოდ უამრავი გზა მაქვს და ჩემი მხრიდან არც ერთს არ ჩავკეტავ.
თვითონ რომ არ ხვდება ადამიანი, რაც მიქარა ეგაა უბედურება, იგივეს რომ მიერეკება.
This post has been edited by Катеньки on 26 May 2018, 05:11
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.