კრიზისების დროს გამოჩნდება ხოლმე ვინ ვინაა

აი, ის დრო, ორმაგი ვარდისფერი სათვალე რომ გვეკეთა, ყველა და ყველაფერი მშვენიერი, ლამაზი, კეთილი იყო გარშემო და დღეს, შიშველი ხელებით რომ ვებრძვით ვხოვრებას და ის ადამიანები, მთელი ცხოვრება რომ შენგან დავალებულები იყვნენ, უცებ იპარებიან და ქრებიან.
საინტერესოა რეალობის შეულამაზებლად დანახვა

შოკისმომგვრელია თავიდან და მერე იწყებ გადაფასებას, დახარისხებას, დაჯერებას, რომ ყველა არ არის უანგარო და გულშემატკივარი.
ესეც პროცესია და ესეც გაივლის.
გული საერთოდ აღარ მწყდება. მეცინება

მადლობა, ჩემს ამ ბოლო წლებში ამდენი სტრესისგან გადაღლილ და ცოტა შეცვლილ მშობლებს, რომ დაუვიწყარი ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები მაჩუქეს, რომ არ ვარ ხამი და უნახავი, რომ არაფერი მიკვირს. ახლა ჩემი დროა. ახლა მე უნდა შევქმნა და ზუსტად ისე და იმაზე მეტი.
არ შემიძლია, არ არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა მეწვრილმანეობა. არც ამპარტავნებაა ეს და არც უსაფუძვლო ამბიციურობა.
ასე გამზარდეს და მიმაჩვიეს.
არ ვიცი მე სხვანაირად.