სიფხიზლე - უსაფრთხოების წესების უაზრო დაცვა -
გარდაცვლილთა მოდაა,
საკუთარი მე-ს გამოსვენება პოდიუმზე
და ჩუმი ტაში, ნახევრად დაცლილ დარბაზში.
სიფრთხილე - სიფხიზლის მონაზონია,
მარადქალწულური კონსერვაცია, სულის ბოტულიზმი,
გაკრახმალებულ ზეწარში გახვეული მუმია -
მყრალი და ჩუმი.
მატარებლები არ შემოდიან შენს სადგურში,
შორით გვერდს უვლიან
და სადღაც წყვდიადში, ისმის მათი ჩუმი კანკანი.
მე ერთადერთი საჯინიბო მაქვს დღეს ამ ქალაქში,
-ვერასდიდებით ვერ შემოვუშვებ თავლაში ღორებს,
ეს სიფხიზლეა,
მე ვიცავ წესებს უსაფრთხოების.
ჩემი სიფაქიზით გულგატეხილი, შენ სხვასთან წახვალ,
რადგან მშიშარა ჯიბის ქურდი ხარ
და დაგაბრმავებს წოლა ალმასის ზღვასთან.
სიფრთხილე - შენი მუზაა, ვაჭრული ზომის,
სამლარიანი სამება, ჩაკუჭული ბიუზჰალტერში...
მაძღარი, კეთილი, უაზრო სული ხარ,
შენნაირების გამო დაემხო რომი.
This post has been edited by შროდინგერისფისო on 6 May 2018, 00:59