ძლიერგანცდილი გამოცდილება მიიღე.
დღემდე თითქოს მხოლოდ გონებით ვიცოდი და ნაწილობრივ გამომეცადა,
რაც მეტად მძაფრი და ძნელია განცდები, მეტია საკვები განვითარებისთვის.
დღეს, დიდ ხნიანი პრიმიტივიზმის შემდეგ, განცდილი ძნელი სიმძაფრისა, რომელიც სრულად დავაფიქსირე და გავეცანი,
გავეცანი ასევე რაციონალურად, ავხსენი და დავახარისხე,
მაგრამ ეს განცდა იმდენად ნამდვილი და სუფთა იყო, რომ მე მხოლოდ მისი გაძლება შემეძლო და მევალებოდა.
ამასობაში, ჩვენ დავმეგობრდით და მან ერთიანად გადარეცხა და გაასუფთავა უშინაარსო ყაპყაპის ნატყაპუნები ფეხების კვალი,
გამიხსნა ის ჰაერი და შემახო ის მოძრაობები, რომელმაც დამმუხტა და შეცნობის რეჟიმში გადამრთო.
სასიამოვნო იყო, არის, სიტყვებში ჩატევას არ ვცდი და არც ჩაიდება, მაგრამ, ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ ჩვენი სუფთა განცდები და რაც უფრო გვტანჯავს ის, მეტ შანსს გვაძლევს არ ვიყოთ პრიმიტიულები.
მაგრამ ესეც დროებითია და თან ბუნებრივი. ბუნებრივია მონაცვლეობაც მათი, ამიტომ არ უნდა გამარაზმდე კედის თასმების ფერზე ფიქრში.
ავტორ, ლიანდაგებგადარჩენილო, არ ვიცი ამას წაიკითხავ თუ არა,
ან თუ წაიკითხავ, მიხვდები თუ არა, რანაირად გამოეპასუხა ეს შენს შემთხვევას, რადგან მეც ერთგან დავიწყე და იქეთ დავასრულე,
მაგრამ ამას არ აქვს აზრი, მაინც საყვარლები ვართ და მაინც...
This post has been edited by Estrella on 8 Apr 2018, 02:28