ეს თემა სხვა ჩატ-თემებისგან იმით განსხვავდება რომ მეგობრული თემაა, სხვა მუხტი მოდიოდა თავიდანვე და ამით მიმიზიდა, ძალიან დავახლოვდით, დავმეგობრდით და თითქოს ერთ ოჯახად ვიქეცით ფორუმზე, ახალ წევრებსაც გულთბილად ვიღებდით, ვმასპინძლობდით, ლაივში ვხვდებოდით ერთმნეთს და ა.შ... მაგრამ ზოგზე თბილად მიღება უარყოფითად მოქმედებდა, ისწერვებოდნენ და ჩვენი იდილიის დარღვევას ცდილობდნენ, ეს გამოსდიოდათ კიდეც... ამიტომ სტრატეგია შევცვალეთ და ვეღარ ვხვდებოდით ახლებს ისე გულთბილად როგორც ადრე

) ე.წ. გამოცდის ჩაბარება უწევდათ

და ეს სახალისოც იყო ორივე მხარესთვის )))) დამეთანხმებიან ისინი, ვინც ეს გაიარა... სოფკასთვის რამდენჯერ ,,მიკბენია'' სანამ კარგად გავიცნობდი, მაგრამ ეხლა კარგი მეგობრები ვართ
დღეს კი აშკარად ის თემა აღარ არის რაც იყო... ღვარძლისგან არის სავსე... ადამიანებს მოსწონთ სხვისი დამცირება, ეს ართობთ კიდეც... არანაირი მეგობრული დამოკიდებულება, მხოლოდ სიყალბე, ვითომ მეგობრობა... ყველას არ ეხება რა თქმა უნდა. ბევრი კარგი იუზერი პოსტავს აქ ვისაც შეიძლება ენდო, სიყალბეს ვერ დამალავ, რაც არ უნდა იყოს მაინც გაგამჟღავნებს თავს... ამ პოსტით ის გაღიზიანდება ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს...
არ მიყვარს ,,ლაქუცი'' და მოლაქუცე ადამიანები, რასაც ვფიქრობ და განვიცდი ყოველთვის იმას ვამბობ, ეს თემა ყველასია და ვისაც უნდა დაპოსტავს, მაგრამ უნდა არსებობდეს ფორუმზე ერთი ისეთი თემა, სადაც სიყალბეს ვერ დავინახავთ, ვიყოთ მეგობრულები და გულწრფელები....
უბრალოდ ეს უნდა დამეწერა...
If you judge people, you have no time to love them...