შეიძლება, ისე ჩანს, რომ იმისათვის,
რომ ვინმესთვის საინტერესო ვიყოთ, მიმზიდველი,
ინდივიდუალიზმი უნდა "გავწიროთ"
არის ამაში ნამდვილად ლოგიკა
და თან არც არის
მთავარი იდეა არის ცვლილება
ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა
რა იცვლება ამ დროს?
წაგვართმევს თუ არა ინდივიდუალიზმს ის, რომ
მაგალითად დავიწყეთ ვარჯიში და კარგ ფიზიკურ ფორმაში მოვედით?
მოჩლუნგებული სხეული ინდივიდუალობის ნაწილია?
დავკარგავთ თუ არა საკუთარ სახეს,
თუ ვისწავლით აზრის უკეთ ჩამოყალიბებას სიტყვიერად?
ბურტყუნი და დაუხვეწავი საუბარი ჩვენი ნაწილია?
გადავგვარდებით თუ არა,
თუ გავხდებით უფრო გაბედული?
თუ აქამდე საკუთარი აზრის ღიად გამოხატვის გვეშინოდა
და შემდეგში თამამად ვიტყვით, "სხვა" ვიქნებით?
გავხდებით თუ არა "სხვა",
თუ როკის ნაცვლად რეპის მოსმენას დავიწყებთ?
გავხდებით თუ არა სხვა
თუ აქამდე თხოვნით მივმართავდით ადამიანებს
და ამის შემდეგ ყვირილით მივმართავთ?
აზრი გასაგებია - ინდივიდუალიზმი ბევრი რამისგან შედგება ან არ შედგება
და ნებისმიერი ცვლილება ინდივიდს არ ცვლის.
ახლა დასადგენია, სად გადის ეს ზღვარი.
პრინციპების, იდეალების, ღირებულებების ცვლილება
მგონი ნამდვილადაა ინდივიდის ცვლილება.
https://www.youtube.com/user/charismaoncommandამ ჩენელზე ასე თუ ისე ნორმალური რაღაცებია