ლამაზი სახლი მინდა, ჩემს გემოზე რომ გავარემონტო, ავეჯი და ტექნიკა შევურჩიო.
დღეს, მაკლერი მყავდა ამოყვანილი, ნორმალური ფასი მითხრა. თუ გამიმართლა კარგ უბანში პატარა ბინას ვიყიდი და მერე ამ სურვილს ავისრულებ.
ისე რა უცნაურია ეს ბინა ხომ არ მიყვარს, მაგრამ რომ წარმოვიდგენ იმ დღეს როცა მისი დატოვება მომიწევს, მაინც გული მეთანაღრება. 23 წელია ამ ბინაში ვცხოვრობ, აქ გავიზარდე... ეჰ, ძალზედ გულჩათხრობილი და ემოციური ადამიანი ვარ მაგრამ არ ვიმჩნევ

მოკლედ დროა, მოვეშვა სენტიმენტებს და საკუთარი ბუდის მოწყობაზე ვიფიქრო.
უბანი კი ვერ შევარჩიე ჯერ. მინდა რომ ვინმე დამეხმაროს, ბრეინშტორმინგი მოვაწყოთ... წავალ, ისევ ChatGpt-ს დავეკითხები საბურთალო, დიღმის მასივი, ავლაბარი, ისანი, პლეხანოვი თუ ორთაჭალა ჯობია.