არა უშავს მეგობრებო, ყველა
კარგად ვიქნებით, თუ ეს გულით
გვენდომება! არავის შეუძლია
დაგვიშაოს და მოგვაყენოს იმაზე
უფრო დიდი ზიანი ვიდრე
ჩვენ ვუკეთებთ საკუთარ თავს!
ჯერ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი
და მერე სხვისი შეყვარებაზე უნდა
გვქონდეს პრეტენზია! თუ საკუთარი თავი
არ გვიყვარს სხვასაც ვერ შევიყვარებთ...
უბრალოდ იმ სხვისი მიმართ
ლტოლვას ჩვენი სისუსტეები
გვიბიძგებენ!
ასევე როდესაც ჩვენი თავი არ
გვიყვარს ,ნურც სხვისი მიმართ გვექნება
პრეტენზია, რომ შეგვიყვაროს!
ადამიანის სისუსტე არ გამოიხატება
ფიზიკური და მატერიალურ მდგომარებით.
ადამიანი რომელიც ჭაობში ეფლობა და
ხელს არ ანძრევს რომ საკუთარ თავს დაეხმაროს - სხვისგან ელის ხსნას...
აი, ეგ კატეგორია არის სუსტები და არ
არინ შესაცოდნი.
ბავშვობაში ალბათ, როდესაც
ბევრს გვიოცნებია რომ მალე გავზრდილიყავით, რათგან არ
მოგვიწევდა ბაღში დაძინება და
სკოლაში სიარული...ვერც კი წარმოგვედგინა თუ რამდენი პრობლემა
მოყვება დიდობას თან კომპლექტში...
ახლა უკვე ისევ ბავშვობაში გვინდა
ემიგრაცია და პიტერ პენივით
სამუდამოდ იქ დარჩენა, თუმცა
ეგ გამოსავალი არ არის!
ბავშვობა მაშინ არის ლამაზი, როდესაც
ბავშვი ხარ და იქ უნდა დატოვო..
ადამიანმა ყველფერი უნდა
გამოცადოს და არ უნდა იყო
დიდი ბავშვი...
ასაკი არ გვხდის დიდს...
ასაკი მხოლოდ ციფრებია
ისე უნდა გავიზარდოთ...
ყველა ვიპოვით სიმშვიდეს და
ბედნიერებას ხალხნო მთავარია
მოვინდომოთ
და შეგვეძლოს მისი მიღება და ტარება..
იესომ გოლგოთაზე ჯვართან ერთად სხვა
რაღაცა მიტანა, უფრო მძიმე და დიდი
ვიდრე ჯვარია!
ყველამ უნდა გავიაროთ ჩვენ ჩვენი გოლგოთის გზა და ჩვენივე ჯვარზე
უნდა მოხდეს გაკვრა, რომ მერე ხელახლა
დავიბადოთ!
სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ჩვენშია...
ორივე ადგილას უნდა ჩაგვირტყან
ვიზა და ვიხილოთ ჩვენი თვალებით ყველფერი- შევიგრძნოთ სხეულით და
სულით...
შიში ყველაზე ძლიერი იარაღია
რომელიც სიცოცხლის ხალისს
გვაძლევს....