წინათგრძნობა მუდმივად ებრაელებისკენ მიზიდავდა.
ალბათ დადგება დრო როცა უფრო ახლოს გავიცნობ მათ რელიგიას და კულტურას,
ამ ეტაპზე კი ესაც საკმარისია.
გონებაში შტორმის შემდგომი სასიამოვნო სიმშვიდეა.
ალბათ ის ასაკია, გამოცდილება რომ გაქვს და უფრო მეტად იცი, როგორ იცურო ზურმუხტისფერ ზღვაში.
ერთი წლის წინანდელი ჩემი მე ძალიან განსხვავდება დღევანდელი მესგან.
უფრო სწორად კი დღევანდელი მე განსხვავდება ერთი წლის წინანდელი მესგან.
დიდი ხანია აღარფერი დამიწერია, ღირებული.
ტინდერი და მესინჯერი გამორთულია, საერთოდაც ტელზე ნეტიც გამორთულია.
და საერთოდაც, კვირა საღამოა და მშვენიერია წვიმის მერე მარტოობის საღამო.
ემოციურად სტაბილური, მშვიდი, გაწონასწორებული.
დილას მართლა გავბრაზდი და ძალიანაც მეწყინა,
მარა არაუშავს, კარგი წარმოდგენა რომ მქონდა მასზე, მაგის ბრალია.
ესაც ემოციური სტაბილურობაა ვითომ
ბლოგს უნდა მივხედო და IELTS-ი დავსკანო კიდევ ერთხელ.
ეს თემა კი სულ სხვა რაღაც გახდა, მაგრამ ნიჩიო, ჩემ პოსტსაც აიტანს.