დავუბრუნდი ჩემს სახლს.
1 თვის და 1 კვირის შემდეგ, ხვალ, ისევ გავდივარ სამსახურში.
მსგავს ტექსტებს ახალი წლის წინა ღამით წერენ,მაგრამ მე დღეს ვწერ.
ყველაზე რთული და საინტერესო წელი მაქვს. უამრავი გამოცდილება მივიღე, როგორც სამსახურში, ასევე პიროვნულადაც.
ვიცი,რომ არავის უნდა ენდო თვალდახუჭული, არც თვალგახელილი. ნდობა სისუსტის მთავარი ნიშანია.
ყველა მამჩნევდა ამ სისუსტეს და რაღაცნაირი,მზრუნველი ტონით მეუბნებიან, ნუ ხარ ეგეთი მიამიტი, მიმნდობი. მეც არ მინდა ასეთი ვიყო.
მაგრამ ვარ. და ვფიქრობ, რომ ყველა ტკივილის მიუხედავად, რაც ამ უაზრო თვისებამ მომაყენა, ჩემი მთავარი ღირსება ზუსტად ის არის, რომ მირჩევნია ადამიანებში კარგი დავინახო ცუდის მაგიერ.
ჰო. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი მსგავსი ამბები მე თუ გადამხდებოდა თავს,მაგრამ დაზღვეული არც არავინაა. ჰოდა გაკვეთილად მიიღე.
ახლა მთავარია, რომ ძლიერი იყო. ემოციებზე, გრძნობებზე მაღლა დადგე და ცივი გონებით შეხედო ყველაფერს. გეყო რაც იზრუნე სხვებზე.
გეყო, რაც ინერვიულე იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები. შენ ახალ ეტაპზე ხარ. საერთოდ მარტო. ადრეც მარტო იყავი,მაგრამ ილუზიაში ცხოვრობდი. გრძნობდი მარტოობას,მაგრამ ვერ იჯერებდი.
ჰოდა ახლა ზუსტად იცი,რომ მარტო ხარ. გყავს მხოლოდ საკუთარი თავი და შენ და საკუთარმა თავმა უნდა დაეხმაროთ ერთმანეთს ყოველი ახალი დაბრკოლების გადალახვაში.
მჯერა, რომ ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ მოხდა. მერე რა,რომ ახლა მგონია მიწა გამომეცლება, მგონია, რომ სამსახურში პანიკური შეტევა დამემართება და ყველა დაინახავს ჩემს ცრემლებს.
ზუსტად ვიცი, არ მოხდება ეგ. ბერვჯერ გამომიჩენია იმაზე დიდი ძალა, ვიდრე წარმოვიდგენდი რომ ქალს შეიძლება ჰქონოდა.
მე მჯერა ჩემი თავის

სხვამ კი. სხვამ რაც უნდა ის თქვას. როგორც უნდა ისე წარმართოს თავისი ცხოვრება.
არ დაიჯეროთ არავის ნათქვამი "შენთვის გამოვსწორდები", "კიდევ ერთი შანსი მომეცი".
მაგრამ, თუ კი რომელიმეს დაუშვებთ, ისიც იცოდეთ რომ საკუთარ თავს თქვენვე ატყუებთ და არა სხვა. ადამიანები ვერ სწავლობენ შეცდომებზე.
მეც ვერ ვისწავლე შეცდომაზე, ვერც ის "სხვა" ისწავლის შეცდომაზე.
---
ხვალინდელი დღის დიდი მოლოდინი მაქვს.
ახალი პროექტი, ახალი ხალხი, ახალი გარემო.
ყოველ დღე დარბაზში ვარჯიში და სახლში გათიშული მოსვლა.
აღარ დავიტოვებ დროს, რომ ცუდ მოგონებებზე ვიფიქრო.
ეს ფოტო ბონუსად.