სადმე წამიყვანა და დამტოვა 1 კვირით ყველასა და ყველაფრის გარეშე ჩემ თავთან - თვალი უნდა გავუსწორო
რა გინდა?
აღარ ოცნებობ?
დაყევი მორჩილად ყველას და ყველაფერს?
გკიდია უკვე გარემო და ეკოლოგია?
აღარ გაწუხებს სინდისი და ნამუსი?
ჩვეულებრივი თანამშორმელი გახდი?
სადაა მაღალი ღირებულებები და ფასეულობები?
სად წაიღე?
სად დამარხე?
შენ თავს რაღა გაუკეთე?
მორჩა?
ესაა ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდი?
ესაა, რისი მიღწევაც გინდოდა?
მშივდად კი გძინავს ღამე, ვერაფერს იტყვი.
მაგრამ ბედნიერი არ ხარ,
მე ხომ ვიცი რომ არ ხარ.
სიცარიელი გჭამს და ერთხელაც იქნება, ბოლოს მოგიღებს, დაგხრავს.
და მნიშვნელობა არ აქვს ვის ელაპარაკები, ხვდები ან ვისთან გძინავს.
ისევ ისეთი ცარიელი ხარ, როგორც 3 წლის წინ.
როგორც მაშინ, როცა ფარმაცევტი იყავი და ვერ იტანდი შენს უფსობას, სამსახურს და იმ სფეროს მთლიანად.
გძულდა შენი თავი, რადგან არაფერს წარმოადგენდი.
თეთრ ხალათში ჩაცმული, გამოწკეპილი რიგითი გონებაჩლუნგის ადგილის ავსებდი.
იგივე ქაქში ხარ ეხლაც.
უბრალოდ პოზიცია, საქმე და სფერო შეიცვალა, ისაც ოდნავ.
ხოდა ესე თუ აპირებ გაგრძელებას, სახარბიელო მომავალი არ გელის.
მოკლედ, იმედი გამიცრუე რა.
ტრაკო.
ხოდა კიდევ,
იმას გაეშვი.
მორჩა, დამთავრად 2 წლის წინ.