იმდენი საქმე მქონდა დაგროვებული, მთელი კვირაა სამსახური-სახლის რეჟიმში ვარ.
არადა, სულ არ ვარ მუშაობის განწყობაზე.
ზაფხულში, საოცრად, არაპროდუქტიული ვხდები.
დღეს ორჯერ მეტი დრო დამჭირდა სტანდარტული ანგარიშის დაწერაზე.
კიდევ კარგი, ამ ეტაპზე, ნორმალურ ხალხთან, მაინც, მიწევს ურთიერთობა,
ახალი უფროსი კარგი ტიპია, გონორით არ დადის,- რადგან შენზე მეტს მიხდიან, ყველაფერში მაგარი ვარო.
თან დღე-დღეზე ახალი ძალიან საინტერესო პროექტი უნდა დავიწყოთ,
თუმცა ზაფხულის გამო, ძალიან მინდა, რომ დროში გაიწელოს მისი დაწყება.
ამ 40 გრადუსიან სიცხეში, პროექტზე, თავდაუზოგავად, მუშაობას ვერავის მოვთხოვ,
არადა, სერიოზული და დიდი პროექტია.
ადვილად, ვერ გამოვძვრებით.
სექტემბერი მჭირდება. მუშაობაზე და არა დასვენებაზე, ორიენტირებული ხალხით.
არადა, როგორ მომენატრა დასვენება, ბათუმი.
წავიდოდი, ერთი კვირით, მაგრამ შვებულება შემდეგი წლამდე არ მეკუთვნის

ისევ ჩემი თავის ბატონ-პატრონი უნდა გავხდე.
დროა, სერიოზულად, ვიმუშავო ამ საკითხზე.