ძალიან აბსტრაქტული ტარტალეტკა მინდა და ბარემ ზედ ალუბლით მინდოდესთქო

ისე სადაც ვთქვი კი დავამატე preferably-თქო, მთლად ეგრეც არ არის.
დანარჩენს რაც შეეხება, კი მესმის შენი პოზიცია მაგრამ მე რამდენიმე ლოგიკური და რამდენიმე გამოცდილებიდან გამომდინარე ფაქტიდან გამოვდივარ.
ყველა ჯურის ხალხთან მქონია ურთიერთობა, როგორც ყველას, და დინამიკას ყოველთვის ვაკვირდებოდი. რათქმაუნდა შეიძლება დიამეტრალურად განსხვავებული ადამიანი მოგეწონოს ძალიან მაგრამ ეგ ხდება ჩემი აზრით ცხოველურ დონეზე და პრაქტიკულად მოდის დრო როცა სხვაობები ამოყოფს თავს და ზოგი პრინციპულად მოუგვარებელია.
მაგალითად როცა ადამიანს არ აქვს საკუთარი ინტერესები და ამბიციები. თავისთავად დამოკიდებული ხდება სხვაზე, რომ მოეჭიდოს იმის ცხოვრების აზრს და გახდეს supporting character მაგრამ მაგაში პრობლემა ის არის რომ მე ბევრად უფრო მეტად ვაფასებ თავისუფლებას ვიდრე მჭირდება რამეში ვინმეს დახმარება/"გვერდში დგომა". აქ იკვეთება მგონი რომ მაინტერესებს I და არა E.
ჩემი აზროვნება არის პრინციპებზე და what-if მიდგომაზე მორგებული, შესაბამისად ის პრინციპები რითაც ვხელმძღვანელობ არის ლოგიკური და უნივერსალური და აი ფერდები რო გეკუმშება თავშეკავებისგან ეგეთი რაღაც მომდის როცა ვიღაცაზე მიწევს იმის ახსნა რო რატო არ ვიზამ რაღაცას "ამ ერთხელ" ან ერთ ტიპს რატო არ მოვექცევი სხვანაირად ვიდრე მეორეს. ეგ როგორც ვიცი არის პრინციპული სხვაობა S და N ტიპებს შორის. პრაგმატულად case-by-case უდგები ცხოვრებას თუ პრინციპების დონეზე. ჩემთვის ლოგიკური consistency არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ კი არა რო ტრაკზე ტატუ მაქვს და აი ეგეთი ტიპი მინდა ვიყო, უბრალოდ მაგ ჩარჩოში ვაზროვნებ და სერიოზულ დისკომფორტში ვვარდები როცა ან სხვანაირად მიწევს მოქცევა ან თავის გამართლება.
ფიქრი თუ გრძნობა მგონი გასაგები თემაა მაგაზე რო არ დავიხარჯო

აი ბოლო ნაწილი კი საინტერესოა, ლოგიკიდან გამომდინარეობს მგონი რო მოკლე ვადაში გეგმების ქრონოლოგია გქონდეს მაგრამ გრძელ ვადაში ზოგადი ქაოსის გამო სიგიჟეა გეგმების დალაგება. ხოდა მქონია ეგ პრობლემა ხშირად "რას ქვია არ იცი რა გინდა გრძელ ვადაში?". ხოდა წელი არ მახსოვს როცა წინა წელზე გახედვის დროს არ აღმომიჩენია რო პრინციპულად შემეცვალა ბევრი წარმოდგენა და შესაბამისად შევიცვალე მეც, ხოდა რა გრძელვადიან გეგმებზე შეიძლება მქონდეს ლაპარაკი?
უფრო მოკლე ვერსიაში ანუ ტიპი ვარ რომელმაც ბევრი რამე იცის, აქვს ინტერესები, აქვს პრინციპები, არ აქვს გრძელვადიანი გეგმა და როგორც ასეთი არაფერი არ "ჭირდება" გარდა მინიმალური სოციალიზაციის და რამდენიმე ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა. ხოდა რავიცი far-fetched არის რო ვიფიქრო ამ ჯიშის დედალიც არსებობს სადმეთქო?
This post has been edited by Damnoc on 13 Jun 2018, 00:14
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH