თავისუფალ თემებს არ შევეხები, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა. წინასწარ ვაცხადებ რომ არავის მიმართ არ ვარ მიკერძოებული და მარტო ჩემს ხედვას დავწერ:
1) ეს არის ფორუმი, სადაც აღარ მსჯელობენ, იმიტომ რომ ყველას ეშინია ტროლინგის.
2) ეს არის ფორუმი, სადაც დაავიწყდა ხალხს, რას ნიშნავს ფორუმი და კონკრეტული განყოფილებები რისთვისაა.
რა არის ფსიქოლოგიის მიზანი? შეისწავლოს ადამიანების გადახრები და რაც შეიძლება რბილად (რომ მეტი ზიანი არ გამოიწვიოს) დააბრუნოს ადამიანი საზოგადოების მიერ ნორმალურად ჩათვლილ მდგომარეობაში.
ადამიანი რომ მიდის ფსიქოლოგთან, ის ელოდება რომ კი არ გაკიცხავენ, მოუსმენენ, ღრმად ჩაეძიებიან და მისი "გამრუდების" მიზეზებს ამოქექავენ.
ადამიანი რომ წერს რაღაცას ფსიქოლოგიის განყოფილებაში, დაახლოებით იგივეს ელის, ოღონდ ნაკლებად პროფესიონალურ დონეზე.
აქ გასაგებია რომ მოქმედებს ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნული ორი ფაქტორი და ბევრ ადამიანს აგრესიულად განაწყობს, მაგრამ მაინც - რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს?
ისიც გავიხსენოთ, რომ იესოს როცა უთხრეს, რატომ ზიხარ და პურს ცოდვილებთან ტეხავო, მან უთხრა სნეულს სჭირდება მკურნალი და არა ჯანმრთელსო.
ნუ გვეშინია იმის, რაც იწერება ფორუმზე და ნუ გვგონია, რომ ვიღაცამ ფორუმზე თუ არ დაწერა ორ ნაბიჯში ჭაობიაო, ჩვენით ამ ჭაობს ვერ მივაგნებთ.
ბოლოს და ბოლოს გუგლი არსებობს ხალხო, რაის ფორუმ ჯი

)))
ჰოდა კიდევ ერთხელ ბოდიში თუ ეს ჩემი აზრი ვინმეს ეწყინება, მაგრამ არ შემეძლო რომ არ მეთქვა.
Daisy, if anything should ever separate us, you must think of me at my best, old boy.
--♪♫♪♫♪♫♪♫--
ამ ბარში მარტო შენს გოგოს კოცნიან ;)