3 თვე გაფრინდა.
ფილადელფიიდან რომ დავბრუნდები, მომავალ კვირაში, ახალ ეტაპზე გადასასვლელად მოვემზადები.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში ვისწავლე, საქმის და დროის გადანაწილებაა. 10-დან 1 ჩავარდნა მაქვს, როცა, საუკეთესო შემთხვევაში, 10-დან 6 ჩავარდნა მქონდა თბილისში.
არაფერი არ გადადო ხვალისთვის!
დღეს და ახლა!
როგორ ავუღე ალღო, მე თვითონ მიკვირს.
ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობები.
ყოველთვის მჯეროდა ამის...
და პოტენციალი თითოეულ ჩვენგანშია, გამონაკლისების გარეშე.
მე და სამყარო, მე და კოსმოსი, მე და ღმერთი.
სხვა ყველა უმნიშვნელოა.
ვიცი, ვიცი, რომ მე ჩემს გრაალის თასს ვიპოვი.
დიდი და რთული გზაა, მაგრამ არ მეშინია.
ესაა ის ცხოვრება, რაც ყოველთვის მინდოდა!