ალბათ სუსტი ვარ, მაპატიეთ, მაგრამ გული მომიკლა ამ გოგომ და უნდა ამოვთქვა..
ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ ბოლომდე და ვიცი რაც დრო გავა უფრო ვიგრძნობ სიცარიელეს.. შენი ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ ჩემიანად გთვლიდი, ჩემიანად გრგძნობდი, ძალიან ახლობლად და დღეს დავრწმუნდი რომ ყველას ამ განცდას უქმნიდი, ყველას იზიდავდი შენი სინათლით და არც კი ვიცი კარგია თუ ცუდი, რომ ვერ მოვასწარი შენთან მეგობრობა ისე, როგორც მინდოდა, რადგან შენიანების და შენი ახლობლების ტკივილის წარმოდგენაც კი არ მინდა ახლა, მე თუ ასე მომიკალი გული, შენები სულ მთლად გაანადგურე..
უბრალოდ ვერ ვიაზრებ რომ შენ, ჟურნიკ, ასეთი სავსე სიცოცხლის ხალისით, სიკეთით და სითბოთი, აღარ ხარ ჩვენთან..
გუშინდელი ჩვენი საუბარი სამუდამოდ დარჩება ჩემთან, არ ვიცი ალბათ რაღაცას გრძნობდი და გეშინოდა კიდეც, ფაქტია ნერვიულობდი და გაწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მთავარი უკვე ზურგსუკან იყო და შენთვის ჩვეული იუმორით და ენაკვიმატობით მაინც ჩამოაგდე სიკვდილზე საუბარი, თან დააყოლე: მეფიქრებოდაო, მაგრამ ახლა გადამიარაო. მე კი, რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარ და ზოგადად სიკვდილზე ვხუმრობ, ეგრევე აგიკრძალე ამ თემაზე ხუმრობაც კი და გითხარი რა დროს შენი სიკვდილია შტეროთქო, შენი პასუხი: "ოჰ, სულ განრიგით მიყავს მაგ ავაზაკს რა :დ". არა, არ მიჰყავს თურმე განრიგით, რას ვიფიქრებდი შენით თუ დამანახებდა ამას ეგ ავაზაკი, დაუნდობელი და სასტიკი სიკვდილი..
გუშინ მომწერე, მგონი ტატუს გაკეთების ჭკუაზე მოვედიო, მოგიწონე ტატუს იდეა, I'm a survivor უნდა დავიწეროო, აი აქ გავაპროტესტე, არ დაიწერო ეგ ფრაზა, ხომ იცი სიტყვას დიდი ძალა აქვს და ნუ დაიბედებ მაგ ფრაზით ცხოვრებასთან მუდამ ბრძოლაში ყოფნასთქო, პირიქით, რამე ისეთი მოიფიქრე მსუბუქად და ადვილად რომ გეძლეოდეს ყველაფერი ცხოვრებაშითქო, ისედაც სულ ჯახირში არ ვარო?-მიპასუხე, ხოდა შევცვალოთ ეს და შესაბამისი ტატუთი სხვა ტალღაზე გადაგიყვანოთთქო.. მერე აგიხსნი დეტალურადთქო, აი შენი პასუხი :"ჩემი ალქაჯი ბლერიდან <3", ვეღარ მოვასწარი, ვერც ამის და კიდევ ბევრი რამის თქმა და გაზიარება..
გუშინ 3ჯერ მიწოდე "ჩემნაირო"ო, როცა ბავშვობის და სკოლის ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთს, ამაზე უკეთესს ვერაფერს მოვისმენდი ვერავისგან, შენნაირი მე კი არა, არავინ არის ჩემო ჟურნიკ, ჯერ არ შემხვედრია და ალბათ არც აწი შემხვდება გოგო, რომელმაც ასე სწრაფად მომპარა გული..
ბევრი რამ გქონდა გასავლელი, ვიცი და მჯერა, რომ ძალიან ბევრი სიკეთე და სიხარული გელოდა წინ და ვერც იმას დავიჯერებ, რომ ეს შემთხვევითი უბედურება იყო და ვერც იმას რომ ეს იყო შენი გზა და ბედი და განგებით მეტი არ გეწერა.. ვერ ავხსნი ამას, ვერ მოვუძებნი ვერანაირ გამართლებას, ვერაფერს ხელმოსაჭიდს რითიც შეიძლება შეიმსუბუქო ასეთ დროს ტკივილი.. ეს უბრალოდ არ უნდა მომხდარიყო უახლოეს ათწლეულებში..
გულში დარჩები ვიცი, სიკვდილიც კი ვერ წამართმევს იმ სითბოს რასაც შენგან ვგრძნობდი..
მიყვარხარ ჟურნ, არ ვხუმრობ, მართლა მიყვარხარ...