ყველაზე იოლია სხვას მისცე რჩევა და ყველაზე ძნელია საკუთარ თავს ურჩიო რამე ხეირიანი
შავი პური,თევზი შებოლილი და ლუდი
ჩემი სამოთხე ეგაა ^_^
ერთ თვიანი ჩელენჯი უნდა მოვუწყო საკუთარ თავს ისევ
ყოველ დღე უფრო და უფრო დიდ და დიად მიზნებს ვსახავ...
ერთი ეს ზედემეტი გარუჯვა მაწუხებს
ლიზი მთლად დამწვარი იყო
ისეთი სანახავი იყო თონეში შებრაწულ გოჭს ჰგავდა
რამდენჯერ ვუთხარი თეთრი გოგო ხარ და მზე არ დაგინდობს-თქო,მაგრამ ხომ ვერ შევასმინე...
იყოს ეხლა და იწვეს ეგეთ პოზაში
ზღვის ტალღების ხმაში საოცარ სიმშვიდეს პოვებს ჩემი სხეული
თითქოს ნაპირზე გამორიყული დელფინი ვარ და ყოველლი წინ გადადგმული ნაბიჯი მაახლოვებს ჩემს სახლთან
ერთი სული მაქვს როდის შევცურავ და გავუჩინარდები შავი ზღვის ტალღებში.
მიყვარს ეს ოხერი ზღვა