დღიურის წერა მეზარება და აქ იყოს.
მთელი ზაფხულია რუსთაველიდან თავისუფებამდე ფეხით ჩავდივარ,
,,ზარასთან" რამდენჯერაც გავივლი ბოშა ქალები მეკიდებიან,
თავიდან წინასწარმეტყველებათ იწყებენ: ,,Девушка давай погадаю, тебе многие завидуют,
хочешь имя твоего врага/суженного скажу" და ამ სტილში გრძელდება.
შემდეგ როდესაც ამჩნევენ, რომ ჩემი სუპერ ხმის დამხშობი ყურსასმენი და მისი პატრონიც
მათი სიტყვებისადმი გულგრილია, ხურდის თხოვნაზე გადადიან:
,,Дай 20 капейк меня обрадуешь и самой повезет" და ამ ტექსტით ,მოგყვებიან.
მე ნაბიჯს ვუჩქარებ და უსიტყოვდ და უემოციოდ ვშორდები.
დღეს, შევცოდე და რუსულად ვუპასუხე.
სხვებზე დაკვირვებული ვარ, ქართულად რომ პასუხობენ ისინიც თავს ანებებენ.
მართლაც, მივქარე და რუსულად დავუწყე ლაპარაკი,
რითაც, მის თვალში, რუსი ფულიანი ტურისტის რეჟიმზე გადავიყვანე თავი.
რის შემდეგაც ბოშამ ხელკავი გამიყარა და ,,ზარადან" ,,კაფეებამდე" კარგი მეგობარივით გამომყვა.
რა თქმა უნდა, მედგრად ვიდექი,
ბოლოს ისიც ვუთხარი, რომ პოლიციას დავუძახებ, თავს თუ არ დამანებებს.
მოკლედ, ბოროტი რუსი ტურისტის როლში, სრულად, შევიჭერი.
თუმცა მერე მეტროში ვცდილობდი გამეანალიზებინა რატომ.
20თეთრი ისეთი კაპიკებია, თქმადაც არ ღირს, არაფერი დამაკლდებოდა.
თუმცა ჩანთაში ხელის ჩაყოფა და საფულის გახსნა კი დამეზარა.
მერე დავიწყე იმაზე ფიქრი, რატომ დამეზარა.
დამეზარა იმიტომ, რომ ვიღაც უცხო ქალი შემეხო, ჩემი ნება-სურვილის გარეშე
და აგრესიული მომაბეზრებლობით მთხოვდა ხურდას.
უბრალოდ, მინდა ვისეირნო ქუჩაში ისე, რომ არავინ შემეხოს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არადა, ამდენი ნიჰილიზმიც არ შეიძლება
