ჩემს დაწერილ ტექსტს დავდებ და შემიფასეთ პლიზ.
----
ძალიან დიდი ხანია ქუჩაში პოეტი არ შემხვედრია
ან არ დავკვირვებივარ ქუჩაში ადამიანს, ხომ არ იყო რომელიმე პოეტი
ქუჩაში მხოლოდ ქალებს ვაკვირდები დიდი ხანია
შეიძლება შემხვდა კიდეც პოეტი ქუჩაში, მე ხომ ტელევიზორს არ ვუყურებ,
თუმცა არ ვიცი კიდე ჩანან იქ პოეტები, თუ არა?
ბოლო პოეტი რომელიც მე ქუჩაში შევნიშნე
იყო გივი ალხაზიშვილი, პუშკინის სკვერში ვიღაცას წიგნს უცვლიდა
საუკუნის დასაწყისში.
შეიძლება კოლეგასაც.
ასე რომ მე დიდი ხანია პოეტი არ შემხვედრია ქუჩაში.
ახლაღა გამახსენდა, რომ პოეტი შეიძლება ქალიც იყოს,
მაგრამ...
(დიდი ხანია, მე მხოლოდ ქალებს ვაკვირდები ქუჩაში)
პ.ს.
ახლა გამახსენდა რომ შარშან თუ შარშანწინ მაია სარიშვილი დავინახე კაფეში
მაგრამ რახან დავწერე რამდენიმე სტრიქონი, იყოს , აღარ წავშლი.
შეფასებები მომწერეთ აქ:
https://dochana.sarahah.com/