https://LaQueSabe.Sarahah.com.....................................
არასოდეს და არავის მოუყვე შენი ცხოვრების მოტივების შესახებ)
მითუმეტეს სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელმაც ახალი მეთოდი გამოძებნა შენი თუ სხვისი კონფიდენციალური ინფორმაციის მისაღებად.
აბა ძველი დაკარგა და რა ქნას.
თანაც მისი მრავალწლიანი ჯგუფური ორგანიზებული დანაშაულის ნამდვილი მეთოდების გამხელა არ სურს...
***
ძველი გზა რა იყო?
პირთა (მომხმარებელთა) ღრმად პირადულში ქექვა ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით ისე, რომ ტიპი აზრზე ვერ მოსულიყო რომ მის ცხოვრებაში ჰქონდათ ცხვირი წაყოფილი. თანაც თავის დასაზღვევად უამრავ ბინძურ ინტრიგას მიმართავდნენ, რომელიც ასევე ძნელი გასაგები იყო და არის დღემდე მათი ძალიან ახლობელი ადამიანისთვისაც. უცნობ საზოგადოებაზე არაფერს ვამბობ.
მერე ამ საჯაროდ მოპოვებული ინფორმაციით საკუთარი საქმიანობის "გაპრავება" და ნამდვილი წყაროების შენიღბვა. თუ პრეტენზიას განაცხადებდი, გიპასუხებდნენ: "შენ თვითონ არ გახადე საჯაროო." "ჩვენს ორმოში შენი ნებით არ ჩამოვარდიო.." და ა,შ,,,
მიზანი რა არის? მოპოვებული ინფორმაციის სათავისოდ თუ სასხვისოდ გამოყენება (ეს გულისხმობს როგორც წინასწარი დაკვეთის შესრულებას, ისე სავარაუდო დამკვეთების საკუთარი ინიციატივით მოძიების პროცესს).
ესაა ამ მრავალწლიანი ორგანიზებული დანაშაულის მთავარი მაცოცხლებელი მიზანიც და საშუალებაც.
და შენ ვიდრე აზრზე მოხვალ, უკვე ძალიან გვიანი იქნება.
***
ისე, ინფორმირებული რომ იყო...
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
მუხლი 324-1. კიბერტერორიზმი
1. კიბერტერორიზმი, ესე იგი კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის საშიშროებას, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
This post has been edited by Catherina on 14 Sep 2018, 01:46