Catherina
Дочки-Матери

  
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 41
წევრი No.: 245071
რეგისტრ.: 29-August 18
|
#53431083 · 15 Sep 2018, 14:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰადესი
QUOTE | ფსიქიურად დაავადებული ფსიქოლოგები ბევრნი არიან? |
კი არსებობენ ასეთები. ისინი ამ სფეროს ფართო საზოგადოებისთვის ზიანის მოსატანად და საკუთარი არასრულფასოვნების დასაკომპენსირებლად ირჩევენ.
QUOTE | მოიცა თუ ვინმესი რამე მშურს ფსიქიური აშლილობა მაქვს? ან კომპლექსი რა შუაშია ფსიქიურ აშლილობასთან, ყველა ადამიანს აქვს რაღაცის კომლექსი ასე რომ ჩვეულებრივი მოვლენაა |
პაციენტის ფსიქიკური აშლილობის ეტიოლოგიში შეიძლება რომელიმე კომპლექსს შევხვდეთ, თუ ის დროულად არ იქნა გაცნობიერებული და გადალახული შესბამის სპეციალისტთან ერთად. ის რაღაც ეტაპზე განკურნებადია, მაგრამ ხშირად როცა დაგვიანებულია - ვეღარ. გააჩნია, რომელი პროფესიის ადამიანი მუშაობს ამ პრობლემაზე.
შური სულის ბოროტებაა (ლუციფერთან თანაზიარობაა), ბევრად მეტია ვიდრე კომპლექსი, ეს იგივე "მწუხარებაა სხვისა კეთილსა ზედა", როგორც სულხან-საბა განმარტავს. ის ინდივიდის მიერ საღი გონებით გაცნობიერებული და მიღებული ნაკლოვანებაა, რისი შეცვლაც მას არ სურს. შურიანი ადამიანის "გამოსავალი" და ცხოვრებისეული არჩევანი დაახლოებით ასეთია: „Никогда не делайте зла назло! Гадости должны идти от души.“ მან დაინახა თავისი სულის მანკიერი მხარე, მაგრამ რწმენა ვერ ეყო მისი დაძლევისთვის, ამიტომ დარჩა მასში რეალიზებული. არც არავინ ჰყავდა გვერდით, ვინც ასწავლიდა და დაეხმარებოდა მისი პიროვნული ტრაგედიის გადალახვაში.
მან ცხოვრებაში ბევრჯერ წააგო, მაგრამ მაინც არ ეყო ძალა და გონიერება, რათა საკუთარ სულში გამთლიანებულ ბოროტებას მორეოდა. ამიტომ შურს გამართლება მისცა და ამ გზით უბრალოდ გაამარჯვებინა მას. ხოლო როცა შანსი მიეცა ადამიანების ცხოვრების ძარცვის დასაწყებად, თანამოაზრეები და მფარველები მოძებნა, მან ეს ქმედება დაიწყო კიდეც! და რას ვხედავთ? დღესაც, ის მტაცებლობის გზით ცდილობს წაგლიჯოს სხვებს ის, რაც თავად არ გააჩნია. ანუ ის უკვე შურიანთან ერთად კრიმინალიცაა, რადგან მისი სურვლები ქცევის სახით მოჰყავს რეალიზებაში. მისი ყველა პრობლემის მოუგვარებლობის ძირითადი ფორმულა ის არის, რომ ის მისი შეცდომების მიზეზებს სხვებში ეძებს. მას შესწევს თავხედობის უნარი, რათა საკუთარი წარუმატებლობის მიზეზად ჩათვალოს ყველა და ყველაფერი: დაბადების თარიღი, ჰოროსკოპი, მისთვის გაკეთებული ჯადო, ქვეყანა, მეზობელი, შავი, თეთრი, ან ჭრელი კატა, თარსი რიცხვი, ნათესავი, ნათესავის ბიძაშვილის ნათლიის მეზობელი, მასწავლებლის კაბის ღილის უბედურების მომასწავებელი ფერი, ან სულაც რომელიმე ქალაქის ერთ-ერთი უბნის მცხოვრების სახლის ინტერიერი, რომელსაც არც კი იცნობს. მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან რატომ არის მის წინაშე ”დამნაშავე”, მთავარია, საკუთარი თავი დაარწმუნოს იმაში, რომ მისი უბედურების მიზეზი ყველა და ყველაფერია გარდა მისი საკუთარი თავისა.
ხოდა ეს ყველაც კი ვერ იგებს, თუ რატომაა დამნაშვე მაგრამ შურიანი ტიპი ისე დაჟინებით ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას მათზე, რომ ისინიც თავს ვალდებულებად თვლიან, რათა თავი დამნაშვედ იგრძნონ მის წინაშე და "ვალი" გადაუხადონ. მას ყოფნის უტიფრობა, რათა იმ სხვებს გადააბრალოს ის დანაშაული, რომელსაც სინამდვილეში თავად ახორციელებს. ის პიროვნული მნიშვნელოვნების დეფიციტურ განცდას წარმოუდგენელი ვანდალიზმითა და ძალადობით იკომპენსირებს. ყველაზე დიდი უბედურება სწორედ ისაა, რომ უცნობ ადამიანთა მიმართ შურის განცდის მთავარი დრაივი მისი უახლოესი ადამიანების მიმართ განცდილი შურის გრძნობიდან იღებს სტარტს. ჯერ შენსას უნდა შეძლო და დაუზიანო რამე, რათა მერე უცნობი ადამიანის მსგავსი საკუთრებისთვის შეძლო ანალოგიური ვნების მიყენება. მეათე მცნება: "არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა."
.............
მოგვიანებით მოძებნის რა თანამოაზრეებს აღმოჩნდება, რომ ისიც და მისი შემცვლელიც, მისი შემცვლელის შემცვლელიც და მათი წინამორბედიც სწორედ ამ ნიშნით არიან შერჩეული და დამტკიცებული როლზე, როგორც მათი ავტორის უკანონო შემოქმედების პროდუქტები. ჩვენ დავინახავთ, რომ მათ ავტორსაც იგივე პიროვნული პრობლემები აქვს ზუსტად. ასეთ პირებს თანამოაზრეების მსგავსად შეუძლიათ თავის არსებობას გამართლება მოუძებნონ იქ, სადაც მათი ადგილი სრულებითაც არ არის. მათ არ ესმით, რას ნიშნავს დაკეტილი კარი, რომლის შემტვრევასაც ჯიუტად ცდილობენ, რათა აურიონ და იჩორტაონ იქამდე, ვიდრე სრულ ძალაუფლებას არ მოიპოვებენ. დავუშვათ დედა-შვილის, და-ძმების, მშობლების ურთიერთობაში და ა.შ... არტურჩიკას მძიმე ვარიანტებია კომბინირებული დასჯელობის სინდრომთან, მათი პრობლემის საწყისიც ეს არის. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, რომ არსებობს ინსტანცია - მთლიანობა, სადაც იგივეს ვერ შეძლებენ.
ყველა კარი, სადაც მათ არ გააჩნიათ შესვლის უფლება მტკიცედაა ჩარაზული. როცა გაიგებენ, საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ არც ერთი ცხრაკლიტული არ გაიხსნება მათი ძალადობის მიუხედავად, მათ მოუწევთ ძალადობის სუბიექტები შეცვალონ, შეტრიალდნენ 180 გრადუსით და საკუთარი სულის კარი გახსნან, რათა იქ დაბუდებული მონსტრების პირისპირ დადგნენ და მოინდომონ მათთან გამომშვიდობება.
საამისოდ უპირველსად საჭიროა მივცეთ ასეთ ადამიანებს უფლება, რათა საკუთარი ქცევებით გამოწვეული ზიანის სრული არსი შეიმეცნონ. უბრალოდ და მარტივად უნდა მივცეთ საშუალება, რათა გაიაზრონ რომ გზა, რომლითაც საწადელს იკმაყოფილებენ არ არის სწორი და მორალურად გამართლებული. დიახ, უნდა ავუხსნათ, რომ შანტაჟი, ძალმომრეობა, ბეზპრედელი და ა.შ.. არ არის დასაშვები. ჩვენ უპირველსად უნდა მივცეთ მათ ქცევებს ზუსტი, კორექტული, ადექვატური შეფასება. ანუ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჯერ საკუთარ თავში რესურსები, რათა საშიშროებას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ საზოგადოებისთვის, მივცეთ სწორი განსაზღვრება. ჩვენ გვაქვს საამისოდ უნარები და ცოდნა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. თავზე ხელის დასმა და მათი პრობლემების მიჩქმალვა საქმეს ვერ უშველის.
თუ ამ ნაბიჯის გადასდგმელად არ გვეყოფა გამბედაობა და გონიერება, თუ ჩვენი ცნობიერების სწორ მიმართულებას დავკარგავთ, თუ კვლავ მათი ზეგავლენის ქვეშ მოვექცევით და თავიანთ ახირებებს გავატანინებთ, თუ ჩვენი ცხოვრების, საკუთრების ჩაკეტილ კარს კვლავ გავუხსნით, მომავალში ისინი უარეს ზიანს მოგვიტანენ. შედეგი ბევრად გაუმართლებელი იქნება: ისინი დააზიანებენ იმ ადამიანებსაც, ვისთან შეხებაც ჯერ კიდევ მოასწრეს.
This post has been edited by Catherina on 15 Sep 2018, 15:44
--------------------
ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში © UNIFEM Women
We should all be feminists © Adichie
|