შესვენებამდე დარჩა 1 საათი
ჩემი კლიენტი, 50-60 წლის კაცი, მხატვარი ვარო, "არასერიოზული კაცი" გამახსენდა რომ დავინახე, , არაფერს აღარ მოვაწერ ხელსო, ცოლს ეღადავებოდა, ერთხელ რომ მოვაწერე ეგეც მეყოფაო

)) მაგრამ ცოტა საყვარელიც იყო, მერე 2 წუთით ცოტა გვერდით გავიდა ცოლი, ვიღაცას მიესალმა და ამ 2 წუთში უცებ მომაყარა:
ზოგი ისეთია შეხედავ დახატვა არ მოგინდებაო, შენ ძალიან ლამაზი ხარო.
გამეღიმა

)
აი კბილებიც ლამაზი გაქვს, ტუჩებიც, ღიმილიცო
სახის ფორმაც და თვალის გარშემოწერილობაცო და მერე უკვე გამეცინა მადლობათქო.

))
კიდევ მოვალო , მობრძანდით მეთქი