დღეს, სამსახურიდან გამოვიპარე და სხვა კომპანიაში წავედი გასაუბრებაზე.
კარგა ხანია გასაუბრებაზე აღარ ვყოფილვარ და თურმე როგორი სასიამოვნოა.
არაქართულ კომპანიაში ვიყავი და 50 წუთი გაგრძელდა გასაუბრება, ყველაფერი მკითხეს, მგონი, რისი კითხვაც შეიძლებოდა.
ყველაზე მეტად მომეწონა კითხვა: თუ რატომ აირჩიე შენი პროფესია, სწავლას რომ იწყებდიო.
იმდენი ხანი გავიდა, ისე მივეჩვიე, ჩემი საქმის კეთებას, რუტინაშიც კი გადავიდა,
ჰოდა, უცებ ცივი წყლისავით გადამავლეს და გამომაფხიზლეს,
გამახსენეს რა მუღამს ვუჭერდი ჩემს პროფესიას და როგორი ენთუზიაზმიანი ვიყავი, დასაწყისში.
მოკლედ, ისეთი განწყობით გამოვედი, ცოტაც და მთებს გადავგდგამ

საკმარისი ფინანსები რომ მქონდეს, დღესვე, ჩემს კომპანიას გავხსნიდი საერთოდ და სხვებს დავასაქმებდი.
დამიბრუნდა იმის შეგრძნება, რომ მაგრად მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ.