საკუთარი გამოცდილებიდან წერ ამას არა?
იუსტიციის სახლი რაში გჭირდება?
ისე აქაც შეიძლება გაცნობა...
საქართველოს მთავრობის დადგენილება №381
2018 წლის 27 ივლისი, ქ. თბილისი
მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის
დამტკიცების თაობაზე
https://www.matsne.gov.ge/ka/document/downl...277583/0/ge/pdf რასაკვირველია, ყველას არ უნდა ეხებოდეს.
საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამ კანონის მიზნებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებით.
2. ეს კანონი არ ვრცელდება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაზე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობით;
ბ) შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ხომ მეთანხმები? თუ არ მეთანხმები?
.........
წესები მშრომელთა პარტიისთვის მოქმედი კანონმდებლობიდანროგორც ვიცით, ამა თუ იმ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ტიპის საქმიანობის კონტროლი არ არის მხოლოდ სახელმწიფოს კომპეტენცია. თითოეული მოქალაქის მოვალეობაში შედის კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის ინსტანციას.
მოქმედი კანონმდებლობის ტერმინთა განარტებებში მითითებულია, რომ მამხილებელი არის პირი, რომელიც შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, გამომძიებელს, პროკურორს ან/და საქართველოს სახალხო დამცველს, აგრეთვე შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის, გამომძიებლის, პროკურორის ან საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებას ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის ინფორმაციას საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის წესების შემცველი ნორმების დარღვევის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას;
ასე მაგალითად, თითოეული მოხელის საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, კანონქვემდებარე ანდა ნორმატიული აქტები, მინისტრის ბრძანება, მთავრობის დადგენილება, შრომის შინაგანაწესი და ა.შ...
საჯარო მოსამსახურე მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობრივ მდგომარეობასა და უფლებამოსილებას იყენებს კანონის საფუძველზე საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით.
საჯარო მოსამსახურე ახორციელებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ისე, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს ხელმძღვანელის მიერ მისი საქმიანობის შემოწმება.
საჯარო მოსამსახურე საჯარო ინტერესს აყენებს პირად ინტერესზე მაღლა და თავიდან ირიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი ან/და აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი.
საჯარო სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საინფორმაციო სისტემების შექმნითა და გამოყენებით.
სამსახურის უფროსი საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს და ა.შ...
რაც შეეხება შიდა კონტროლს, გენ-ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავლენს სამსახურში მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტებს და ახდენს სათანადო რეაგირებას;
ზოგიერთ საჯარო უწყებაში საქმიანობის განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობენ საქართველოს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.
This post has been edited by Catherina on 1 Oct 2018, 18:00