ეს ტიპი ამოვატყავე დილას წყლიდან და დავკერე რო ხვალ, კოსტუმი და სერფინგის დაფა გამიჩითოს <3
მართალია ზვიანგები დაცურავენ ოკეანეში და შენს რისკზეა ეგო, მაგრამ მკიდია, ამ შანსს არ გავუშვებ


მაგარი ხალხია პორტუგალიელები, მართალია ცოტა უშნოები არიან მაგრამ საოცარი აურა ტრიალებს აქ, გეგონება სამხრეთ ამერიკის მაგიურ რეალიზმს ეზიარეო.
თან იმაზე ვკაიფოფ, პირადი სივრცის შეგრძნება რომ არ აქვთ, ისე ახლოს მოვლენ, რომ პირად სივრცეში იჭრებიან, ხელით გეხებიან და აქ ეს ნორმალურ მოვლენად ითვლება, აბა გერმანელს რომ ასე მიუახლოვდე ეგრევე შეშმუშნება და გაგწევს.
ამათთან კიდე მიდი მოვდივარ.
აუუუ, ბაზარი აქვთ იმენა ჩაჯმა, შეხვედრაზე სამჯერ გადავბჟირდი, ისე უხვევენ ამ სიტყვებს, იაუ უაუ

მაგარი საყვარელი ნაროდია.
და ხოო, ვინც კი კარგი გოგო ვნახე, აბსოლუტურად ყველას დედა დაყვება პირად მცველად wtf?

ვსო წავედი პორტოში, დღეს გულიაბის დღე მაქვს
ფრანგულ გალერიებს უნდა ჩამოვუარო <3
fucking amazing, რასაც ქვია

იტალიის მერე, პორტუგალია მოდის ჩემთვის და ჯერ კიდევ ლისაბონში არ ვყოფილვარ, ის ვუაბშე მაგარიაო ჟუაომ
