კარგი ყოფილა?

@ყოველთვის 8
****
რა კარგი ვქენი პრაღაში რომ არ დავრჩი და ბუდაპეშტში გადავედი, ასეთი პარასკევი ბოლოს როდის მქონდა არც მახსოვს.
ძაააალიან მაგარი იყო, ქალაქიც, დროსტარებაც, მასპინძლებზე ხომ არაფერს ვამბობ <3
და საერთოდ ყველა ჩემს ემიგრანტებს, შემოგევლეთ, თურმე როგორ მომნატრებიხართ. <3
საოცარი ხალხი, ერთი წამითაც არ იხევენ არაფერზე უკან.
თან ხომ ყველაფერი იციან, მაგრამ კრინტი არ დასცდენია არც ერთს თემაზე.
ასე უსიტყვოდ, მალამოსავით მეცხება ყველა

ალბათ ასე იმიტომ მიკვირს, რომ არ ვარ შეჩვეული ვიღაც ჩემზე რომ "ზრუნავს"?, ცოტას კი მაღიზიანებს ასე რომ მიფრთხილდებიან და მელოლიავებიან, მაგრამ ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი, ახლა არ ვაპირებ ამაზე უარის თქმას.
20ში ისევ დავბრუნდები და მერე მისვარესები ვაკეთოთ

ბოდიშსაც არ მახდევინებენ სამი დღე რომ დავიკარგე და ვანერვიულე, ერთი ის მისაყვედურეს, მობი რატომ გათიშე, რა არ ვიფიქრეთო
***
დღეს მაგრად გადავრჩი, საღოლ ტრაილერის მძღოლს, თორე ვიქნებოდი ნაწილ ნაწილ ამოსაგლეჯი იმ ჯართის ხროვისგან, რაც იმ მანქანისგან დარჩებოდა, ორივემ ვივაჟკაცეთ, რასაც ქვია სანტიმეტრებზეა ლაპარაკი, 26წლის სტაჟი მაინც თავისას შვრება, თუმცა უნდა ვთქვა, რომ 100% ჩემი ბრალი იყო ის ავარიული სიტუაცია, უფრო სწორად ნერვების, რომელიც... ეგ სხა სთორია ენივეი

***
ჩემს გოგოებთან ისევ სიგიჟემდე მინდა, ვერასოდეს ვიფიქრებდი ამდენი სინაზე თუ იდო კაცის გულში და ამის გაღვიძება მხოლოდ ქალიშვილს შეეძლო, ყოველთვის მინდოდა გოგო მყოლოდა, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი ასეთ რამეს თუ დამმართებდნენ, ჩემი სიყვარულის პატარა გორგლები.
შემოგევლოთ იდიოტი მამა,
შენ კიდევ გპირდები, რომ დაბადების დღეზე აუცილებლად ჩამოგისწრებ და აგისრულებ რასაც დაგპირდი
ეს კიდევ შენ :*