მართვის მოწმობის აღების წინ ამ ხალხს ფსიქოს არ სთხოვენ?
მოკლედ, მოვდივარ სახლისკენ,
ჩემი კორპუსის წინ გადაიდავარ, ზებრაზე,
ჯერ ხომ თეთრი ჯიპი მოდის, ისეთი სიჩქარით, რომ რავიცი,
არადა, ისეთი უბანია, ბავშვები თამაშობენ,სულ გადადი-გადმოდიან ქუჩაზე,
ყურადღებით არც იყურებიან

ამან კიდევ, მაგრად მკიდია თქვენ ზებრაც და სიჩქარის შეზღუდვაო.
ნუ, კარგი, დაველოდე, ვდგევარ, მშვიდად, ზებრაზე,
ახლა, კიდევ ერთი მანქანა მოდის, ჯანდაბას, გაიაროს-მეთქი, ადგილიდან არ ვიძვრი,
ამან პირიქით, თავი გაიგიჟა გადადიო, გამიჩერა კიდეც და ხელს მიქნევს, წადიო.
რა ვქნა, მადლობის ნიშნად, თავს ვუკრავ და გადავდივარ,
უცებ მესამე მანქანა არ მოქრის და სიგნალით ძლივს აჩერებს, ზებრის წინ,
ცოტაც და დამეტაკება,
თან ისე სწრაფად ხდება ყველაფერი, ცხოვრების საუკეთესო მომენტებიც კი არ მიელავს თვალწინ,
ყველაზე გამაღიზიანებელი კი ის არის, რომ ხმამაღლა მისიგნალებს,
ხელი ავუწიე და გადავედი,
როგორც იქნა გადავედი ქუჩაზე, მოვდივარ სახლისკენ და
თურმე ეს მესამე მანქანა უკან არ მომყვება... რომ მიახლოვდება, ბოლო ხმაზე მიკივის,
,,შე, ###ქალა, სად გადადიხარო, ლამის გაგიტანე!"
რასაც ჰქვია კოგნიტური დისონანსი მემართება, გაშტერებული ვუყურებ,
ცალკე იმას ვეუბნები: ,,ზებრაზე გადავედი, ზებრაზე!!!"
და ცალკე ის მიკვირს, რომ ვიღაც 30წლის ქალი, უშვერი სიტყვებით მლანძღავს,
თან არც მისმენს, არ ჩერდება: ,,შე ბოზო, მუ##ლო, ხელი დედაშენს აუწიე, მანქანიდან არ გადმომიყვანო" და ა.შ.
პირველ რამდენიმე წამს ვბრაზდები, მინდა მეც რამე უზრდელური ვუთხრა,
მაგრამ ერთიანად ამდენი ცუდი სიტყვა ჩემთვის არავის უთქვამს, მითუმეტეს ქალს,
თან ბოზო მესმის, რომ უარყოფითი შინაარსით გამოიყენება,
მაგრამ იმაზე ფიქრს ვიწყებ ,,მუ###ო" რატომ უნდა მეწყინოს, მითუმეტეს ქალისგან,
ამასობაში, ანთროპოლოგიურ კონცეფციასაც კი ვაყალიბებ, ქალების მიერ ქალების შეურაცხყოფაზე, გენიტალიური სიმბოლოების გამოყენებით.
შევყურებ და რაც უფრო უმატებს ლანძღვას, მით უფრო მეცინება,
არადა, ხალხი ჩერდება, გვიყურებს,
მინდა, რაღაც უზრდელური ვუთხრა, მაგრამ ყველაზე მეტად შეურაცხყოფას, ისევ და ისევ, თვითონ აყენებს თავის თავს,
მთელს ქუჩაზე, კაი ბირჟაზე გაზრდილი ბიჭივით, რომ იგინება.
ბოლოს, ,,განათლების პრობლემა გაქვთ", ვეუბნები და სადარბაზოში შევდივარ.

არა რა, ავარიულ სიტუაციაში თუ ვხვდები იქაც, რაღაც კურიოზული უნდა გადამხდეს.
მე კი გადავარჩი ზებრაზე გატანას, მაგრამ გასმკაცრებელია ხალხის ფსიქოლოგიური კონტროლი,
ყველას არ უნდა აძლევდნენ მართვის მოწმობას. არა!!!