შეგიძლია პირადად მომწერო და გამოგიგზავნი სხვებთან ერთად გადაღებულებსაც))
ფორუმის წესებით ნებადართული არაა სხვების ფოტოების გამოდება, შესაბამისად ადამიანი ლოგიკურად აქ იმას დებს სადაც მარტოა.
გამეღიმა, საყვარელი ხარ, როგორ ცდილობ მენტორულ-სწერვული ტონით თავის დამკვიდრებას))
სორი რომ მიმზიდველი გარეგნობა და კარგი ტვინი მაქვს, ამის გამო სხვები არ უნდა კომპლექსდებოდეთ
* * *
იმდენად უინტერესო და პროგნოზირებადი ვარ, რომ უკვე მეხუთე წერილი მომწერე ))
აზრადაც არ მომივა ვინმეს ინკოგნიტოდ მივწერო მსგავსი სახის წერილი, სულ რომ უინტელექტო და იმბეცილი მეგონოს. ის ფაქტი რომ შენ ჩემზე დრო დახარჯე უკვე რაღაცებზე მეტყველებს. დიდი გოგო ხარ და აზრს იმედია გამოიტან აქედან რასაც უნდა ნიშნავდეს))
ცხონებული ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე ჩემს ბავშვობაში, ნახე ქეთი, აი, ის ტელევიზორში რო გამოდის, რამდენი ენა იცის, როგორ ზეპირად ამბობს ლექსებს, შენც ისწავლე ეგრე ბებოო!
ეგრე მესაუბრები ახლა. ის ფაქტი რომ ვიღაცები მჯობნიან, მუდამ ასე იქნება, ისევე როგორც შენც და მეც ვიღაცებს ვჯობნით.
არასოდეს არაფერი გამიკეთებია ვინმეს საჯობნელად, ასეთი ხასიათი მაქვს.
გარდა ამისა, ყველაფერი მაქვს რაც მინდა ) და კიდევ რაღაცებიც არის, რაც სამომავლოდ მინდა და იმედია მექნება.
არ ვუჩივი არც ჩემს თავს და არც იმას რასაც ვაკეთებ. ის ფაქტი რომ ეს ვიღაცას აღიზიანებს და იმდენად თან რომ ჩემს სარაჰაჰს ხსნის და მსგავსი შინაარსის წერილებს მწერს, რაღა დაგიმალო და ძალიან მართობს ))))
მადლობა მოკლედ განწყობისთვის

ეცადე იფიქრო რატომ უჩნდებათ ადამიანს ნეგატივის ფრქვევის სურვილი და იქნებ ცოტა მეტად გააფართოვო შენი თვალსაწიერი.
ესეც უფასო რჩევა