DOROამერიკელებისთვის სახლი და ოჯახი წმინდათაწმინდაა.
ტრადიციულ ოჯახებში ინახება ძველი ნივთები, ავეჯი, ნახატები, წიგნები ...
გადასცემენ თაობებს.
წლების წინ ჩემს სახლში ორჯერ ცხოვრობდა ამერიკელი 4-4 თვით. Peace Corp_ის პროგრამიდან. ცოცხალი ამერიკელები დედაჩემის ინიციატივით მოვიყვანეთ სახლში, ინგლისურის გაუმჯობესების მიზნით

))
ნიუ-იორკელი სტივენი და ვაშინგტონელი პატრისია.
სტივენი იყო იტალიელი ადვოკატების ოჯახიდან. აზრზე მოსული, კაი ტიპი. ყველაზე ძაან მამაჩემი ევასებოდა , თან გიჟდებოდა მარტო ერთი კაცი მუშაობს ოჯახში და ყველას გარჩენთო

))) სტუდენტი ვიყავი მაშინ და ნუ ზარმაცობ იმუშავეო. დამეჯერებინა

გატაცებული იყო ანტიკვარიატით. თბილისში თუ კი რამე ანტიკვარული მაღაზია იყო, მომატარა. ეძებდა საინტერესო ნივთებს.
ახლაც მახსოვს მელიქიშვილზე "ზარდახშა",
სარდაფშიც კი ჩაგვიყვანა მფლობელმა.
"შაგრენის ტყავის" სცენა გაცოცხლდა

))
ხოდა მე შემომთავაზა ერთად გავაკეთოთ ბიზნესიო. შენ გამომიგზავნე საქართველოდან ნივთები ამერიკაში და მე მოვუვლიო.
აი, როგორ მეკიდა ანტიკვარები მაშინ ვერ გეტყვი. არც მოვუსმინე წესიერად.
რა იცი რა გამოსულიყო ?!
გაშვებული შანსები )))
This post has been edited by კასიოპეა on 3 Jan 2019, 23:27